ჩვენი ხელისუფლება არათუ მაღალი სტანდარტით იცავს თითოეული პატიმრის უფლებას, არამედ ამ შემთხვევაში, შეიძლება ითქვას, რომ ეს ბატონი პრივილეგირებულ მდგომარეობაშიც კი არის, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას.
„ამ მხრივ კითხვის ნიშნები არ არსებობს არც ეროვნულ დონეზე და არც სტრასბურგის სასამართლოსთვის პოლიტიკოსები არ უნდა აკეთებდნენ განცხადებას მსგავს საკითხებზე, შესაბამისად, ჩვენ ყველანაირად უზრუნველვყოფთ, რომ ამ საკითხის პოლიტიზება არ ხდებოდეს. ეს არის სამართლებრივი საქმე და გადაწყვეტილება უნდა გამოიტანოს სასამართლომ“, – აცხადებს იონათამიშვილი.
მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების საკითხზე სასამართლო პროცესი 14 დეკემბრამდე გადაიდო.
ადვოკატი: