პრემიერ-მინისტრი თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს გენერალურ მდივანს, გუბერნატორ სეიფულლაჰ ჰაჯიმუფთუოღლუს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი ორ ქვეყანას შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებს შეეხო. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, მისასალმებელია, რომ მთავრობებს შორის არის მზაობა არსებული პარტნიორობის კიდევ უფრო გასაღრმავებლად და გასაძლიერებლად. ხაზი გაესვა, რომ საქართველო აფასებს თურქეთის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ. აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია ორმხრივი სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი გაღრმავება, არამხოლოდ პოლიტიკურ და ეკონომიკურ, არამედ უსაფრთხოების მიმართულებითაც. ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და თურქეთს შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობაზე. ხაზგასმით აღინიშნა ამ მიმართულებით…

ზელენსკი: კონტრშეტევის ფარგლებში წინსვლა იმაზე ნელა მიმდინარეობს, ვიდრე სასურველი იქნებოდა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ კონტრშეტევის ფარგლებში წინსვლა იმაზე ნელა მიმდინარეობს, ვიდრე სასურველი იქნებოდა. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული გამოცემა POLITICO ავრცელებს. BBC-სთან ინტერვიუში ზელენსკიმ განაცხადა, რომ „ზოგს მიაჩნია, რომ ეს ჰოლივუდური ფილმია და ახლავე შედეგებს ელის, თუმცა ეს ასე არ არის“. როგორც ამერიკული გამოცემა POLITICO აღნიშნავს, ბოლო კვირების განმავლობაში, უკრაინამ გააძლიერა ძალისხმევა თავისი ტერიტორიის დასაბრუნებლად, მაგრამ მაშინ, როდესაც კიევი აცხადებს, რომ მან გაათავისუფლა რვა დასახლებული პუნქტი ქვეყნის სამხრეთ და აღმოსავლეთ ნაწილში, კონტრშეტევის პროგრესი ნელია მძიმედ გამაგრებული რუსული ხაზების წინააღმდეგ. „რაც არ უნდა სურდეს ზოგიერთს, მათ შორის ჩვენზე ზეწოლის მცდელობები, ჩვენ ბრძოლის ველზე ვიმოქმედებთ…

კახა კალაძე ნიკა გვარამიას საქმეზე: როდესაც საქმე ეხება დანაშაულს, რაიმე თანამდებობა, პოლიტიკოსის, ბიზნესმენის ან ტელევიზიის მფლობელის სტატუსი ვერ იქნება ერთგვარი ფარი

როდესაც ადამიანს დანაშაული აქვს ჩადენილი, კანონის წინაშე ყველამ უნდა აგოს პასუხი. არ აქვს მნიშვნელობა, ვინ რას საქმიანობს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას საქმეზე საუბრისას განაცხადა. „როდესაც საქმე ეხება დანაშაულს, რაიმე თანამდებობა, ან პოლიტიკოსის თუ ბიზნესმენის სტატუსი, ტელევიზიის მფლობელის სტატუსი, ეს ვერ იქნება ერთგვარი ფარი. როდესაც ადამიანს დანაშაული აქვს ჩადენილი, კანონის წინაშე ყველამ უნდა აგოს პასუხი. არ აქვს მნიშვნელობა, ვინ რას საქმიანობს. თუ არის დანაშაული, აუცილებელია იყოს პასუხისგებაც“, – აცხადებს კალაძე.

რომან გოცირიძე – ხელისუფლება შეიცვლება და მომავალ ხელისუფლებას მოუწევს რეკომენდაციების შესრულება, ამიტომ ავანსად კანდიდატის სტატუსი იქნება იდეალური გამოსავალი ამ ვითარებაში

ხელისუფლება შეიცვლება და მომავალ ხელისუფლებას მოუწევს რეკომენდაციების შესრულება, ამიტომ ავანსად კანდიდატის სტატუსი იქნება იდეალური გამოსავალი ამ ვითარებაში, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან ოპოზიციონერმა დეპუტატმა რომან გოცირიძემ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, სტატუსის მიღება ბევრ რამეზეა დამოკიდებული, რაც შეეხება რეკომენდაციებს, როგორც გოცირიძე ამბობს, არც ერთი მათგანი შესრულებული არ არის. “12 რეკომენდაციიდან შესრულებული არ არის არც ერთი, ერთიც არ არის. რაც არის, არის ძალიან ზედაპირული და ფასადური. სტატუსის მიღება ბევრ რამეზეა დამოკიდებული, მათ შორის, საერთაშორისო მდგომარეობაზე. პროგნოზის გაკეთება ძნელია. ეს ხელისუფლება არ არის მუდმივი, შეიცვლება და მომავალ ხელისუფლებას მოუწევს რეკომენდაციების შესრულება. ამიტომ ბუნებრივია, ავანსად კანდიდატის სტატუსი იქნება…

Bruno Mars-ის კონცერტზე ბილეთის ფასი 125 ლარიდან იწყება

ბრუნო მარსის კონცერტზე დასასწრები ბილეთების ფასი 125-დან 1450 ლარამდე იქნება. ამის შესახებ ინფორმაციას „ბლექ სი არენა“ ავრცელებს. მათივე ცნობით, ბილეთების გაყიდვა დაიწყება 20 ივნისს, 10:00-ზე ვებგვერდ TKT.ge-სა და BSA.ge-ზე, ასევე Supper App-ის აპლიკაციაში. „აღსანიშნავია, რომ 1 მომხმარებელს მაქსიმუმ 4 ბილეთის შეძენა შეეძლება. რაც შეეხება ფასდაკლებებს: 30%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ მომხმარებლები, რომლებიც Star Ring-ის ბილეთებს TBC-ის სტუდენტური ან მოსწავლეთა ბარათით შეიძენენ – აღნიშნული ფასდაკლება ვრცელდება ლიმიტირებული რაოდენობის ბილეთზე. 20%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებს მომხმარებელი, რომელიც ნებისმიერ ბილეთს TBC VISA ბარათით შეიძენს. 30%-იანი ფასდაკლება შეეხებათ TBC Concept WM (VIP; Skybox; Orbit) – ის მომხმარებლებს”, –…

Sky News – ბენ უოლესი ნატო-ს გენმდივნის პოსტისთვის ბრძოლას წყვეტს

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის ბენ უოლესის განცხადებით, ის წყვეტს ბრძოლას ნატოს გენერალური მდივნის პოსტის დაკავებაზე. ინფორმაციას Sky News ავრცელებს. ტელეარხის მონაცემებით, დიდი ბრიტანეთის მინისტრის გადაწყვეტილება განპირობებულია იმით, რომ მის კანდიდატურას მხარს აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი არ უჭერს. არხის დიპლომატიური წყაროს ცნობით, ნატოს სურს ისეთი კანდიდატის მოძებნა, რომელიც სახელმწიფოს ან მთავრობის მეთაური იყო და, სასურველია, რომ კანდიდატი მდედრობითი სქესის იყოს. Sky News -ის ინფორმაციით, Brexit-ის გამო ზოგიერთი ევროპული ქვეყანა უპირატესობას ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან კანდიდატს ანიჭებს. ასევე საუბარია ნატოს მოქმედი გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის უფლებამოსილების ვადის გაგრძელებაზე კიდევ ერთი წლით, თუმცა თვითონ სტოლტენბერგი…

უზენაესი სასამართლო ნიკა გვარამიას საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს უზენაესი სასამართლო „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიასა და კახაბერ დამენიას საკასაციო საჩივრებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში უზენაესი სასამართლო განმარტავს, რომ საკასაციო სასამართლომ შეისწავლა და დაადგინა, რომ არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303 მუხლით გათვალისწინებულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რის გამოც თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 2 ნოემბრის განაჩენი არ დაუშვა განსახილველად და ძალაში დატოვა“. „2023 წლის 19 ივნისს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 2 ნოემბრის განაჩენზე მსჯავრდებულების – კახაბერ დამენიასა და ნიკა გვარამიას ინტერესების დამცველი ადვოკატების, ასევე – პროკურორების…

გიორგი ვაშაძის განცხადებით, აშშ-ში შეხვედრის მთავარ თემებს სავიზო რეჟიმის გამარტივება, ამერიკასთან თავისუფალი ვაჭრობა და „შავი ზღვის მხარდამჭერი აქტი“ წარმოადგენდა

სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერები გიორგი ვაშაძე და სერგო ჩიხლაძე ვაშინგტონში უმაღლესი დონის შეხვედრებს აგრძელებენ. „სტრატეგია აღმაშენებლის“ ინფორმაციით, ოპოზიციონერი ლიდერები ამჯერად სენატორ ჯინ შაჰინსა და მისი ოფისის წარმომადგენლებს შეხვდნენ. გიორგი ვაშაძის თქმით, შეხვედრის მთავარ თემებს სავიზო რეჟიმის გამარტივება, ამერიკასთან თავისუფალი ვაჭრობა და „შავი ზღვის მხარდამჭერი აქტი“ წარმოადგენდა. როგორც ოპოზიციონერი დეპუტატი აღნიშნავს, ამერიკელი პარტნიორები დეტალურ ინფორმაციას ფლობენ საქართველოში არსებულ მძიმე სოციალურ და პოლიტიკურ ვითარებაზე, შესაბამისად, ისინი საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე სრულ მხარდაჭერას უცხადებენ.

რუსთაველის თეატრში, სამების კათედრალის საპატრიარქო-სახელმწიფო კამერული გუნდის კონცერტი 26 ივნისს გაიმართება

26 ივნისს, რუსთაველის თეატრის მცირე დარბაზში სამების კათედრალის საპატრიარქო/სახელმწიფო კამერული გუნდის სოლო კონცერტი გაიმართება. კონცერტი 19:00 საათზე დაიწყება. ორგანიზატორების ინფორმაციით, შესრულდება სხვადასხვა ეპოქის ქართველ და ევროპელ კომპოზიტორთა საგუნდო მუსიკა, მათ შორის, რამდენიმე ნაწარმოები ვატიკანის კონცერტის რეპერტუარიდან. სოლისტები: ნინო ავალიშვილი; ზვიად ბოლქვაძე, სოლიკო გოგილაშვილი, ზვიად მიჩილაშვილი, თორნიკე პაპიძე, ირაკლი ტყვაცირია, ვადიმ შიშკინი. სამხატვრო ხელმძღვანელი და დირიჟორი სვიმონ ჯანგულაშვილი. ღონიძიების მხარდამჭერია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო.

უკრაინა დასავლეთიდან თითქმის 7 მილიარდ ევროს ელოდება

დასავლეთის ქვეყნები უკრაინას დამატებით რამდენიმე მილიარდის გამოყოფას ჰპირდებიან. თანხა ომის შედეგად განადგურებული ინფრასტრუქტურის აღდგენას, კორუფციასთან ბრძოლას და უკრაინის ევროპული განვითარების გზის მხარდაჭერას მოხმარდება, – განცხადება ამის შესახებ ლონდონის კონფერენციაზე გაკეთდა. უკრაინელი დელეგატების თქმით, მიმდინარე ომის ფონზე მოთხოვნილება დაფინანსებაში კოლოსალურია, ამასთან, იმისთვის, რომ ქვეყანა „დასავლური სამყაროს გავლენიანი წევრი“ გახდეს, მოკავშირეებმა თავის თავზე კონკრეტულ პროექტებზე ვალდებულებები უნდა იკისრონ. უკრაინის მთავრობის პრემიერის დენის შმიგალის განცხადებით, ისეთი საგანგებო ამოცანების გადასაწყვეტად, როგორიც არის: ეკონომიკის მხარდაჭერა, განნაღმა, საცხოვრებლების აღდგენა, საჭიროა 14 მილიარდ ევროზე მეტი. ამ თანხის ნახევრის მოზიდვას უკრაინა საკოორდინაციო დონორთა პლატფორმის მექანიზმის დახმარებით გეგმავს. „ზოგადად, გრძელვადიანი…