ელისო ბოლქვაძე საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეაში იზაბელ როშს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, ელისო ბოლქვაძემ, საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეაში კულტურისა და განათლების კომიტეტის თავმჯდომარე იზაბელ როშთან შეხვედრა გამართა.


შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორი ქვეყნის კულტურის კომიტეტებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები და სამომავლო გეგმები.


აღინიშნა ქვეყნებს შორის მაღალი დონის ვიზიტების დინამიკა, მათ შორის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 7-9 ივნისს გამართული ვიზიტის მნიშვნელობა საკანონმდებლო ორგანოებს შორის კავშირების გაღრმავების მიზნით.


​შეხვედრაზე იზაბელ როშმა ერთობლივი პროექტების განხორციელებისა და თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა.

Related posts

კომენტარის დამატება