ზელენსკი: კონტრშეტევის ფარგლებში წინსვლა იმაზე ნელა მიმდინარეობს, ვიდრე სასურველი იქნებოდა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ კონტრშეტევის ფარგლებში წინსვლა იმაზე ნელა მიმდინარეობს, ვიდრე სასურველი იქნებოდა. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული გამოცემა POLITICO ავრცელებს.

BBC-სთან ინტერვიუში ზელენსკიმ განაცხადა, რომ „ზოგს მიაჩნია, რომ ეს ჰოლივუდური ფილმია და ახლავე შედეგებს ელის, თუმცა ეს ასე არ არის“.

როგორც ამერიკული გამოცემა POLITICO აღნიშნავს, ბოლო კვირების განმავლობაში, უკრაინამ გააძლიერა ძალისხმევა თავისი ტერიტორიის დასაბრუნებლად, მაგრამ მაშინ, როდესაც კიევი აცხადებს, რომ მან გაათავისუფლა რვა დასახლებული პუნქტი ქვეყნის სამხრეთ და აღმოსავლეთ ნაწილში, კონტრშეტევის პროგრესი ნელია მძიმედ გამაგრებული რუსული ხაზების წინააღმდეგ.

„რაც არ უნდა სურდეს ზოგიერთს, მათ შორის ჩვენზე ზეწოლის მცდელობები, ჩვენ ბრძოლის ველზე ვიმოქმედებთ ისე, როგორც ჩვენ ამას საუკეთესოდ მივიჩნევთ“, – განაცხადა უკრაინის ლიდერმა.

Related posts

კომენტარის დამატება