ლაზარე გრიგორიადისის მამას,ბექა გრიგორიადისს სასამართლომ 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა

ლაზარე გრიგორიადისის მამას, ბექა გრიგორიადისს თბილისის საქალაქო სასამართლომ 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ირინა გოგოლაძემ მიიღო. სასამართლომ ბექა გრიგორიადისთან ერთად სამართალდამრღვევად ცნო მისი ძმაც, კახა გრიგორიადისიც და 2500-ლარიანი ჯარიმა დააკისრა. სამართალდამცავებმა ბექა და კახა გრიგორიადისები 5 ოქტომბერს, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე დააკავეს. ბექა გრიგორიადისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. კახა გრიგორიადისი კი, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე და 166-ე მუხლებით დააკავეს, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს

წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე, სასამართლომ ორი ფიზიკური და ერთი იურიდიული პირი დამნაშავედ ცნო

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე, ორი ფიზიკური და ერთი იურიდიული პირი დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ფიზიკურ პირებს, სასჯელის სახედ და ზომად 10 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე მსჯავრდებულ იურიდიულ პირს კი სამეწარმეო საქმიანობის უფლება უვადოდ ჩამოერთვა და 200 000 ლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრა. „სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ერთ-ერთი ბრალდებული, გამოგონილი სახელით საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთში მოქმედი საწარმოების წარმომადგენლებს გაეცნო, რა დროსაც…

ორგანიზაცია „უფლებები საქართველო“ – დიდ დიღომში 12 წლის ბავშვის გარდაცვალების საქმეში, მტკიცებულებების დაზიანების ფაქტზე, ექსპერტის ბრალეულობა დასტურდება

დიდ დიღომში 12 წლის ბავშვის გარდაცვალების საქმეში, მტკიცებულებების დაზიანების ფაქტზე, ექსპერტის ბრალეულობა დასტურდება, – ამის შესახებ ინფორმაციას „უფლებები საქართველო“ ავრცელებს. მათივე ცნობით, საქმის მასალების დეტალური შესწავლის შედეგად, „უფლებები საქართველოს“ იურისტები მიიჩნევენ, რომ ჩადენილია მტკიცებულებათა განადგურებისკენ მიმართული დანაშაული და დაუყოვნებლივ საჭიროა მინიმუმ ერთი ექსპერტის მიმართ ბრალის წარდგენა, რასაც საგამოძიებო უწყება დაუსაბუთებლად აჭიანურებს. „2023 წლის 5 ივლისს, „უფლებები საქართველომ“ საზოგადოებას აცნობა, რომ დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის ანის საქმეში მნიშვნელოვანი მტკიცებულებები არის დაზიანებული, კერძოდ, საკვლევი მასალების შენახვის წესის დარღვევის შედეგად, გოგონას გვამიდან აღებული ნიმუშები დაობდა. გამოძიება მიმდინარეობს სამსახურებრივი გულგრილობის ჩადენის ფაქტზე – დანაშაული…

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 11 ოქტომბერს, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. კომპანიის ცნობით, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 11 ოქტომბერს 10:00 საათიდან 17:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს თიენეთის რაიონის სოფლებში: ღულელები, საყდრიონი, სიმონიანთხევი, თრანი, ნადოკრა და მიმდებარე სოფლებში. 11:00 საათიდან 18:30 საათამდე აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტში: ნაფეტვრებში, ლისზე, სოფელ დიღომში, თელოვანში და მიმდებარე სოფლებში. მათივე განმარტებით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.