გიორგი ვაშაძე – უამრავი შეხვედრა გვაქვს, რომ არ დავკარგოთ ევროპული პერსპექტივა, მივიღოთ კანდიდატის სტატუსი, ევროკავშირმა ჩვენზე არ ჩაიქნიოს ხელი და კვლავ ზურგში დანაა „ქართული ოცნების“ მხრიდან

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, მაშინ როდესაც მთელი მსოფლიო თანხმდება, რომ პუტინის რეჟიმი არის დიქტატორული რეჟიმი, „ქართული ოცნება“ კვლავ პუტინის მხარეს არის და უკვე მეორედ არ აძლევს ხმას რეზოლუციას. როგორც ვაშაძემ განაცხადა, მთავრობის ეს ნაბიჯი არის ქართველი ხალხისთვის ზურგში დანა. „მოგესალმებით პარიზიდან. უამრავი შეხვედრა გვაქვს, იმისათვის, რომ არ დავკარგოთ ევროპული პერსპექტივა, მივიღოთ კანდიდატის სტატუსი, რომ ევროკავშირმა ჩვენზე არ ჩაიქნიოს ხელი და კვლავ ზურგში დანა „ქართული ოცნების“ მხრიდან. მთელი მსოფლიო თანხმდება, რომ პუტინის რეჟიმი არის დიქტატორული რეჟიმი. „ქართული ოცნება“ კვლავ პუტინის მხარეს და კვლავ რუსეთის მხარეს, იპარებიან და უკვე მეორედ არ აძლევენ ხმას…

ილია დარჩიაშვილი ბულგარეთის პარლამენტის დეკლარაციაზე – ეს ჩვენი მეგობრების მხრიდან საქართველოს მხარდაჭერის კიდევ ერთი ნათელი დემონსტრაციაა!

სიხარულით მსურს განვაცხადო, რომ ბულგარეთის ეროვნულმა ასამბლეამ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მხარდამჭერი დეკლარაცია მიიღო – ეს ჩვენი მეგობრების მხრიდან საქართველოს მხარდაჭერის კიდევ ერთი ნათელი დემონსტრაციაა! – ასე გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი ბულგარეთის ეროვნული ასამბლეის მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მხარდამჭერი დეკლარაციის მიღებას. „სიხარულით მსურს განვაცხადო, რომ ბულგარეთის ეროვნულმა ასამბლეამ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მხარდამჭერი დეკლარაცია მიიღო. ეს ჩვენი მეგობრების მხრიდან საქართველოს მხარდაჭერის კიდევ ერთი ნათელი დემონსტრაციაა! განსაკუთრებით ამაღელვებელია, რომ ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ულამაზეს სოფიაში ჩემი ვიზიტის დროს! ჩვენ ძალიან ვაფასებთ თქვენს მხარდაჭერას! ჩვენ ერთად მივიწევთ ნათელი,…

სამართალდამცველებმა საგარეჯოში 14 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებულის ბიძა და ბიძაშვილი დააკავეს

საგარეჯოში 14 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებულის ბიძა და ბიძაშვილი დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში 14 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებული ა.ს.-ს ბიძა – 1972 წელს დაბადებული ა.ა. და ბიძაშვილი 1997 წელს დაბადებული ბ.ა. დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ მკვლელობაში ბრალდებულმა ცოლად შერთვის მიზნით, 2009 წელს დაბადებულ ა.შ.-ს თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ბიძის, ა.ა.-ს სახლში მიიყვანა, რომლისთვისაც ცნობილი გახდა აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების შესახებ. საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით, ასევე…