ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისმა დღეს, 26 თებერვალს გამოაცხადა, რომ თავდაცვის არმიამ სამხედრო კაბინეტს წარუდგინა ღაზის სექტორში საბრძოლო მოქმედებების რაიონებიდან მოსახლეობის ევაკუაციის გეგმა და ასევე მომავალი სამხედრო ოპერაციის ოპერატიული გეგმა. რაიონები დაკონკრეტებული არ არის. 24 თებერვალს პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ მთავრობას წარუდგენდა ქალაქ რაფაჰში მოქმედების გეგმას. ღაზის სექტორის სამხრეთში მდებარე ამ ქალაქს, რომელიც ეგვიპტეს ესაზღვრება, თავს აფარებს საომარი მოქმედებების გამო სხვადასხვა რაიონიდან გაქცეული მილიონზე მეტი პალესტინელი. ღაზის სექტორში ომით გამოწვეული ჰუმანიტარული კატასტროფის ფონზე რაფაჰის წინააღმდეგ ისრაელის არმიის მიერ ფართომასშტაბიანი ოპერაციის დაწყება საერთაშორისო თანამეგობრობის განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს.
წელი: 2024
“შევთავაზებთ პუტინს პლატფორმას, სადაც აღიარებს, რომ დამარცხდა” – განაცხადა ზელენსკიმ
“შესაძლებელია თუ არა საუბარი ყრუ ადამიანთან, რომელიც თავის ოპონენტებს კლავს”?- განაცხადა ზელენსკიმ რუსეთის პრეზიდენტის მისამართით.
უკრაინის სუმის ოლქზე რუსეთის თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა
2024 წლის 26 თებერვალს რუსეთის საჰაერო თავდასხმის შედეგად უკრაინის ჩრდილოაღმოსავლეთის სუმის ოლქზე ორი ადამიანი დაიღუპა , როცა რუსეთი აწარმოებს დრონებით და რაკეტებით შეტევების ახალ ტალღას – იუწყებიან რეგიონის და არმიის ოფიციალური წარმომადგენლები. “განადგურდა კერძო საცხოვრებელი სახლი, დაზიანდა კიდევ ხუთი ნაგებობა” – წერენ სუმის ოლქის მესვეურები ტელეგრამით და იტყობინებიან, რომ შეტევის შედეგად წყვილი დაიღუპა. 26 თებერვალს, დილით, უკრაინის თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს რუსეთის მიერ ნასროლი 14 დრონიდან ცხრა დრონი – იუწყება უკრაინის არმია . ასევე მათი თქმით განადგურებულია რუსეთის საკრუიზო რაკეტა.
ირანმა დაიწყო რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების მიწოდება
ცნობილია , რომ რანმა რუსეთისთვის ასეულობით ბალისტიკური რაკეტის მიწოდება დაიწყო. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი წერს ექვს ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით. საუბარია Fateh-110-ის ჯგუფის რაკეტებზე, რომელთა მოქმედების მანძილი 300-დან 700 კილომეტრამდეა. სააგენტოს ირანული წყაროების ცნობით, რუსეთისთვის რაკეტების მიწოდებაზე საბოლოო შეთანხმებას მხარეებმა გასული წლის ბოლოს მიაღწიეს მოსკოვსა და თეირანში გამართულ შეხვედრებზე. პირველ ეტაპზე ირანმა რუსეთს უნდა გადასცეს 400-მდე რაკეტა. Reuters-ის ერთ-ერთი ირანული წყაროს თანახმად, იანვრიდან რუსეთში რაკეტები სულ მცირე ოთხჯერ გაიგზავნა. ტრანსპორტირება განხორციელდა როგორც კასპიის ზღვით, ისე საჰაერო გზით. კიდევ ერთი ირანული წყაროს თანახმად, რუსეთისთვის რაკეტების მიწოდება გაიზრდება და თეირანს ამ ფაქტის დამალვის…
ინფლუენსერებს ახალი ვალდებულება უჩნდებათ
ცნობილია , რომ ბელარუსის ციხეში კიდევ ერთი , პოლიტპატიმრად მიჩნეული იჰარ ლედნიკი გარდაიცვალა
ბელარუსის სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ გაავრცელა ცნობა 20 თებერვალს, რომ კოლონიაში გარდაიცვალა იჰარ ლედნიკი. ლედნიკი სამწლიან სასჯელს იხდიდა ამ ქვეყნის ავტორიტარი მმართველის, ალიაქსანდრ ლუკაშენკას შეურაცხყოფისთვის. ლედნიკის სიკვდილის მიზეზი უცნობია. როგორც კოლეგები ამბობენ , იჰარ ლედნიკს საპატიმროს საავადმყოფოში ჩაუტარდა კუჭის ოპერაცია , რის მერეც მისი მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდა. ადამიანის უფლებადამცველი ჯგუფის, „ვიასნას“ თანახმად, ლედნიკი უკვე მეხუთე პოლიტპატიმარია, რომელიც ბელარუსის ციხეში გარდაიცვალა.
ალექსეი ნავალნის დედა პუტინს შვილის ცხედრის გადაცემას სთხოვს
„ჩემ ზურგს უკან კოლონია ИК-3 „პოლარული მგელია“, სადაც 16 თებერვალს დაიღუპა ჩემი შვილი ალექსეი ნავალნი, მეხუთე დღეა მას ვერ ვნახულობ, მის ცხედარს არ მაძლევენ და იმასაც არ მეუბნებიან სად არის ის. მოგმართავთ თქვენ, ვლადიმირ პუტინ, საკითხის გადაწყვეტა მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული. მომეცით ბოლოს და ბოლოს ჩემი ვაჟის ნახვის საშუალება. მოვითხოვ დაუყოვნებლივ გადმომცეთ ალექსეის ცხედარი, რომ ადამიანურად დავკრძალო“, – ამბობს ლუდმილა ნავალნაია. ლუდმილა ნავალნაია ადვოკატთან ერთად გამოაძევეს მორგის შენობიდან. ნავალნი16 თებერვალს კოლონიაში გარდაიცვალა, საგამოძიებო კომიტეტის წარმომადგენლებმა, რომლებიც გამოძიებას აწარმოებენ პოლიტიკოსის გარდაცვალების საქმეზე, ლუდმილა ნავალნაიას, უთხრეს, რომ ცხედარი ექსპერტიზაზე გაგზავნეს, რომელიც 14 დღეს…
სალომე ზურაბიშვილი მიუნხენში , უკრაინის პრეზიდენტ ზელინკს შეხვდა.
ფოტო ინტერნეტსივრცეში თავად სალომე ზურაბიშვილმა გამოაქვეყნა . ფოტოზე აღბეჭდილია სალომე ზურაბიშვილისა და ვლადიმერ ზელინსკის გულთბილი ხელის ჩამორთმევა. როგორც ცნობილია , მიუნხენის მე-60 კონფერენცია გუშინ გაიხსნა და ხვალ უნდა დასრულდეს. მიუნხენის მე-60 კონფერენციაში , საქართველოს პრეზიდენტის გარდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი მონაწილეობს. მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე, რომელიც მსოფლიოში წამყვანი ფორუმია საერთაშორისო უსაფრთხოების თემებზე სასაუბროდ, საქართველოს პრეზიდენტი სიტყვით გამოვა პანელზე: „უფრო ღრმა, ფართო და უნარიანი ევროკავშირი” და მონაწილეობას მიიღებს დისკუსიაში: ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგის მზადყოფნის უზრუნველყოფა
თბილისში გასულ ღამეს , ძლიერი ნისლისა და ხილვადობის შეზღუდვის გამო, გაუქმდა 3 და გადაიდო 2 ავიარეისი.
თბილისის აეროპორტის საზოგადოებასათან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით თბილისში ,16 თებერვლის ღამეს ,ძლიერი ნისლისა და ცუდი ხილვადობის გამო დაუქმდა 3 ავიარეისი , ასევე გადაიდო 2 . კონკრეტულად გაუქმებულია თურქეთის ავიახაზების სტამბოლი-თბილისი-სტამბოლი – 2 რეისი, „პეგასუსის“ – სტამბოლი-თბილისის რეისი, ასევე გადაიდო „პეგასუსის“ ანტალია-თბილისის რეისი და აზერბაიჯანის ავიახაზების ბაქო-თბილისის რეისი. თბილისის აეროპორტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის განცხადებით ,დღეისათვის ხილვადობა გაუმჯობესებულია და ავიარეისები ჩვეულერივ რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას. ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მიღებას ასევე ქუთაისის საერთაშორისო ავიახაზებიც.
გიორგი ვაშაძის თქმით , „ქართული ოცნება“ ცდილობს იმაიმუნოს, მოატყუოს და ილუზიებში შეიყვანოს საზოგადოება .ამ ჭიდაობ-ჭიდაობით და ბორძიკ-ბორძიკით ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი ვერ გავხდებით.
„ქართული ოცნება“ ცდილობს იმაიმუნოს, მოატყუოს და ილუზიებში შეიყვანოს საზოგადოება – ამ ჭიდაობ-ჭიდაობით და ბორძიკ-ბორძიკით ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი ვერ გავხდებით, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძემ 9 რეკომენდაციასთან დაკავშირებით გუშინ, პარლამენტში გამართულ რიგით მეორე შეხვედრის თაობაზე ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, „გუშინდელმა შეხვედრამ ძალიან მკაფიოდ აჩვენა, რომ ივანიშვილის პარტიას ევროკავშირი არ უნდა და უნდა, რომ ხალხი კვლავ მოატყუოს, ვითომ რაღაცას აკეთებს“. „ამ ჭიდაობ-ჭიდაობით და ბორძიკ-ბორძიკით ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი ვერ გავხდებით. ყველამ კარგად იცის, რა რეფორმებია საქართველოში გასაკეთებელი სასამართლო გასათავისუფლებელია; ასევე, ივანიშვილის არაფორმალური გავლენისგანაა გასათავისუფლებელი ყველა ინსტიტუცია; მედია უნდა იყოს თავისუფალი; პოლიტპატიმრები…