შინაური ცხოველის მიტოვებისთვის 3000 ლარით დაჯარიმით

ახალი რეგულაციები შინაური ცხოველების მეპატრონეებისთვის . სავალდებულო იქნება ყოველწლიურად ჩაუტარდეთ ცხოველებს როგორც სამედიცინო შემოწმებები , ასევე აცრები . ასევე იზღუდება შინაური ცხოველით გადაადგილება ისეთ ადგილებში სადაც სპეციალური ნიშნით იქნება აღნიშნული , რომ აკრძალულია შინაური ცხოველით გადაადგილება . შინაური ცხოველის მიტოვებისთვის ჯარიმა გაზრდილია 3000 ლარამდე ოდენობით . ასევე მოცემული კანონი ადგენს ცხოველების გამრავლების წესებს და სავალდებულოს ხდის აღნიშნული წესით გამრავლებას , სხვა შემთხვევაში გათვალისწინებულია ჯარიმა . ამასთანავე მნიშვნელოვანი შეზღუდვა – თუ ცხოვრობთ მრავალბინიან ოჯახში და გყავთ 2 ან 2 ზე მეტი შინაური ცხოველი ,სპეციალური ჯიშის , საჭიროა მრავალბინიანი კორპუსის ამხანაგობის (სამეზობლო)თანხმობა…

ალექსეი ნავალნი კოლონიაში გარდაიცვალა

რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი იამალ-ნენთა ავტონომიური ოკრუგის კოლონიაში გარდაიცვალა, – ინფორმაციას „მედუზა“ ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის ადგილობრივ დეპარტამენტზე დაყრდნობით ავრცელებს. 14 თებერვალს პოლიტიკოსის პრესმდივანმა, კირა იარმიშმა განაცხადა, რომ ნავალნი პატიმრობის პერიოდში ოცდამეშვიდედ გაგზავნეს სადამსჯელო იზოლატორში. ალექსეი ნავალნი 47 წლის იყო.

გია ცაგარეიშვილი ნიკა გვარამიაზე – კარებიდან გაგდებულებს ფანჯრიდან უნდათ გადმოძვრნენ და რაც დააკლეს იმ ავბედით წლებში საქართველოს, ბოლომდე მიიყვანონ

გვარამიას უნდა რომ ფენიქსისებრ ამოვიდეს ჭაობიდან და ადამიანებს აჩვენოს თავი, თითქოს ახალი ქართველია. კარებიდან გაგდებულებს ფანჯრიდან უნდათ გადმოძვრნენ და რაც დააკლეს იმ ავბედით წლებში საქართველოს, ბოლომდე მიიყვანონ, – ასე აფასებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე გია ცაგარეიშვილი ნიკა გვარამიას ინტერვიუს, სადაც გვარამია ამბობს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დროს სისტემური პრობლემები იყო. როგორც გია ცაგარეიშვილმა აღნიშნა, პარლამენტის დაჩაგვრამ, სასამართლოს ფეხქვეშ გაგდებამ, მედიაზე წარმოუდგენელმა შტურმმა, სასამართლოს არარსებობამ და ა.შ. წარმოშვა გვარამია, როგორც მოვლენა და მისგან შექმნა მონსტრი, მათ შორის ადეიშვილის ხელის ბიჭი. „გვარამიას უნდა, რომ იმ კატასტროფულ წარსულს, საშინელ მოგონებებს დაუსხლტეს, დაივიწყოს, ჩატოვოს წარსულში,…

16.02.2024 / 14:59 ფოთის მერი – ჩვენ გუნდის მიზანია, ყველა ის სიკეთე, რასაც ვქმნით და მომავალში შევქმნით, ქალაქის მასშტაბით, თითოეულ უბანში, თითოეულ ადამიანამდე მივიდეს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერმა, ბექა ვაჭარაძემ, ნაბადის უბანში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ფოთის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, მერმა შეხვედრაზე არზიანის ქუჩის მოსახლეობას გააცნო ინფორმაცია დასრულებულ, მიმდინარე და სამომავლო პროექტებთან დაკავშირებით. ასევე, მოისმინა ადგილობრივების, როგორც ინდივიდუალური, ისე საერთო საჭიროებები. „ნაბადის უბანში, ე.წ. შტაბის დასახლებაში, არაერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა: არზიანის, ჯიქიას და ელადას ქუჩებზე ჩატარდა ასფალტირების სამუშაოები. გადაიხურა მრავალბინიანი სახლების სახურავები შემდეგ მისამართებზე: ჯიქიას…

„ნაციონალური მოძრაობა“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ მოსახლეობას პენსიის 200-ლარიან ზრდას ჰპირდება

„გამარჯვების კოალიცია“, რომელშიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ ერთიანდება, მოსახლეობას პენსიის 200-ლარიან ზრდას ჰპირდება. როგორც „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა, პაატა მანჯგალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, დღევანდელი ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, პენსიის 200-ლარიანი ზრდა სრულიად შესაძლებელია. “ჩვენ რასაც ვპირდებით მოქალაქეებს – როგორც კი შეიცვლება ხელისუფლება და “გამარჯვების კოალიცია” სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად, ხელისუფლებაში მოვა, პირველი რასაც გავაკეთებთ, 200 ლარით არის შესაძლებელი საქართველოს მოქალაქეებისთვის პენსიის გაზრდა. პირველივე თვეში არის შესაძლებელი ამის გაკეთება. ჩვენ ამაზე ვიღებთ პასუხისმგებლობას. დანარჩენს გამოაჩენს ეკონომიკური განვითარების ტემპები,” – განაცხადა მანჯგალაძემ.

სამართალი

16.02.2024 / 15:06 პროკურატურამ „ქურდული სამყაროს“ წევრობისთვის და „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის ფაქტზე, 6 პირს ბრალდება წარუდგინა საქართველოს პროკურატურამ „ქურდული სამყაროს“ წევრობისთვის და „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის ფაქტზე, 6 პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ „ქურდული სამყაროს“ ოთხმა წევრმა, 2023 წლის ნოემბერში, ორი მოდავე მხარის მიმართვის საფუძველზე, ქალაქ გორში „ქურდული გარჩევა“ მოაწყო. ბრალდებულებმა მხარეებს შორის არსებული კონფლიქტი განიხილეს და გადაწყვეტილება ,,ქურდული სამყაროს“ წესების შესაბამისად მიიღეს. აღნიშნული ქმედებისთვის 4 პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223¹-ე მუხლის პირველი ნაწილით (,,ქურდული სამყაროს“ წევრობა)…

16.02.2024 / 14:09 ნინო ჩხობაძის თქმით ,დასკვნაში პირდაპირ წერია, რომ შოვის ტერიტორიაზე არანაირი ტიპის ინფრასტრუქტურული პროექტის მშენებლობა აღარ შეიძლება – ერთხელ და სამუდამოდ, ქართველები უნდა მივეჩვიოთ როცა ვამბობთ, რომ არ შეიძლება, ე.ი არ შეიძლება! 16.02.2024 / 14:09 დღევანდელ დასკვნაში პირდაპირ წერია, რომ ამ ტერიტორიაზე, სადაც ეს მოვლენა განვითარდა, არავითარ შემთხვევაში არანაირი ტიპის ინფრასტრუქტურული პროექტის მშენებლობა აღარ შეიძლება. ერთხელ და სამუდამოდ, ქართველები უნდა მივეჩვიოთ როცა ვამბობთ, რომ არ შეიძლება, ე.ი არ შეიძლება! – ამის შესახებ „საქართველოს მწვანეთა მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნინო ჩხობაძემ გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ 2023 წლის 3 აგვისტოს მდინარე ბუბისწყლის ხეობაში…

მიხეილ სააკაშვილი – ივანიშვილი და ჯერჯერობით, სამწუხაროდ, პრეზიდენტი ზურაბიშვილიც, რომლებიც საფრანგეთის მოქალაქეები არიან, ყოფილ პრეზიდენტს ექცევიან, როგორც პაკისტანელები – იმედია, ეს შეიცვლება

ივანიშვილი და ჯერჯერობით, სამწუხაროდ, პრეზიდენტი ზურაბიშვილიც, რომლებიც საფრანგეთის მოქალაქეები არიან, ყოფილ პრეზიდენტს, ჯერჯერობით, ექცევიან, როგორც პაკისტანელები, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. მისივე თქმით, პაკისტანში ყოფილი პრემიერის, იმრან ხანის პოლიტიკაში მონაწილეობა რომ არ დაეშვათ, მას რამდენიმე მუხლით მრავალწლიანი სასჯელი მიუსაჯეს და პირველივე დღიდან ციხეში ამყოფებენ. „თუ რა განსხვავებაა ევროპულ დემოკრატიასა და აზიურ დესპოტიას შორის, კარგად შეგვიძლია დავინახოთ პაკისტანისა და საფრანგეთის მაგალითზე. პაკისტანში ყოფილი პრემიერის, იმრან ხანის პოლიტიკაში მონაწილეობა რომ არ დაეშვათ, მას რამდენიმე მუხლით მრავალწლიანი სასჯელი მიუსაჯეს და პირველივე დღიდან ციხეში ამყოფებენ. საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტს და ჩვენს კარგ…