დღე: თებერვალი 20, 2024
ცნობილია , რომ ბელარუსის ციხეში კიდევ ერთი , პოლიტპატიმრად მიჩნეული იჰარ ლედნიკი გარდაიცვალა
ბელარუსის სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ გაავრცელა ცნობა 20 თებერვალს, რომ კოლონიაში გარდაიცვალა იჰარ ლედნიკი. ლედნიკი სამწლიან სასჯელს იხდიდა ამ ქვეყნის ავტორიტარი მმართველის, ალიაქსანდრ ლუკაშენკას შეურაცხყოფისთვის. ლედნიკის სიკვდილის მიზეზი უცნობია. როგორც კოლეგები ამბობენ , იჰარ ლედნიკს საპატიმროს საავადმყოფოში ჩაუტარდა კუჭის ოპერაცია , რის მერეც მისი მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდა. ადამიანის უფლებადამცველი ჯგუფის, „ვიასნას“ თანახმად, ლედნიკი უკვე მეხუთე პოლიტპატიმარია, რომელიც ბელარუსის ციხეში გარდაიცვალა.
ალექსეი ნავალნის დედა პუტინს შვილის ცხედრის გადაცემას სთხოვს
„ჩემ ზურგს უკან კოლონია ИК-3 „პოლარული მგელია“, სადაც 16 თებერვალს დაიღუპა ჩემი შვილი ალექსეი ნავალნი, მეხუთე დღეა მას ვერ ვნახულობ, მის ცხედარს არ მაძლევენ და იმასაც არ მეუბნებიან სად არის ის. მოგმართავთ თქვენ, ვლადიმირ პუტინ, საკითხის გადაწყვეტა მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული. მომეცით ბოლოს და ბოლოს ჩემი ვაჟის ნახვის საშუალება. მოვითხოვ დაუყოვნებლივ გადმომცეთ ალექსეის ცხედარი, რომ ადამიანურად დავკრძალო“, – ამბობს ლუდმილა ნავალნაია. ლუდმილა ნავალნაია ადვოკატთან ერთად გამოაძევეს მორგის შენობიდან. ნავალნი16 თებერვალს კოლონიაში გარდაიცვალა, საგამოძიებო კომიტეტის წარმომადგენლებმა, რომლებიც გამოძიებას აწარმოებენ პოლიტიკოსის გარდაცვალების საქმეზე, ლუდმილა ნავალნაიას, უთხრეს, რომ ცხედარი ექსპერტიზაზე გაგზავნეს, რომელიც 14 დღეს…