ცნობილია , რომ რანმა რუსეთისთვის ასეულობით ბალისტიკური რაკეტის მიწოდება დაიწყო. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი წერს ექვს ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით. საუბარია Fateh-110-ის ჯგუფის რაკეტებზე, რომელთა მოქმედების მანძილი 300-დან 700 კილომეტრამდეა. სააგენტოს ირანული წყაროების ცნობით, რუსეთისთვის რაკეტების მიწოდებაზე საბოლოო შეთანხმებას მხარეებმა გასული წლის ბოლოს მიაღწიეს მოსკოვსა და თეირანში გამართულ შეხვედრებზე. პირველ ეტაპზე ირანმა რუსეთს უნდა გადასცეს 400-მდე რაკეტა. Reuters-ის ერთ-ერთი ირანული წყაროს თანახმად, იანვრიდან რუსეთში რაკეტები სულ მცირე ოთხჯერ გაიგზავნა. ტრანსპორტირება განხორციელდა როგორც კასპიის ზღვით, ისე საჰაერო გზით. კიდევ ერთი ირანული წყაროს თანახმად, რუსეთისთვის რაკეტების მიწოდება გაიზრდება და თეირანს ამ ფაქტის დამალვის…