ისრაელის არმიამ მთავრობას წარუდგინა ახალი სამხედრო ოპერაციის გეგმა

ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისმა დღეს, 26 თებერვალს გამოაცხადა, რომ თავდაცვის არმიამ სამხედრო კაბინეტს წარუდგინა ღაზის სექტორში საბრძოლო მოქმედებების რაიონებიდან მოსახლეობის ევაკუაციის გეგმა და ასევე მომავალი სამხედრო ოპერაციის ოპერატიული გეგმა. რაიონები დაკონკრეტებული არ არის. 24 თებერვალს პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ მთავრობას წარუდგენდა ქალაქ რაფაჰში მოქმედების გეგმას. ღაზის სექტორის სამხრეთში მდებარე ამ ქალაქს, რომელიც ეგვიპტეს ესაზღვრება, თავს აფარებს საომარი მოქმედებების გამო სხვადასხვა რაიონიდან გაქცეული მილიონზე მეტი პალესტინელი. ღაზის სექტორში ომით გამოწვეული ჰუმანიტარული კატასტროფის ფონზე რაფაჰის წინააღმდეგ ისრაელის არმიის მიერ ფართომასშტაბიანი ოპერაციის დაწყება საერთაშორისო თანამეგობრობის განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს.

“შევთავაზებთ პუტინს პლატფორმას, სადაც აღიარებს, რომ დამარცხდა” – განაცხადა ზელენსკიმ

“შესაძლებელია თუ არა საუბარი ყრუ ადამიანთან, რომელიც თავის ოპონენტებს კლავს”?- განაცხადა ზელენსკიმ რუსეთის პრეზიდენტის მისამართით.

უკრაინის სუმის ოლქზე რუსეთის თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

2024 წლის 26 თებერვალს რუსეთის საჰაერო თავდასხმის შედეგად უკრაინის ჩრდილოაღმოსავლეთის სუმის ოლქზე ორი ადამიანი დაიღუპა , როცა რუსეთი აწარმოებს დრონებით და რაკეტებით შეტევების ახალ ტალღას – იუწყებიან რეგიონის და არმიის ოფიციალური წარმომადგენლები. “განადგურდა კერძო საცხოვრებელი სახლი, დაზიანდა კიდევ ხუთი ნაგებობა” – წერენ სუმის ოლქის მესვეურები ტელეგრამით და იტყობინებიან, რომ შეტევის შედეგად წყვილი დაიღუპა. 26 თებერვალს, დილით, უკრაინის თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს რუსეთის მიერ ნასროლი 14 დრონიდან ცხრა დრონი – იუწყება უკრაინის არმია . ასევე მათი თქმით განადგურებულია რუსეთის საკრუიზო რაკეტა.