ისრაელის არმიამ მთავრობას წარუდგინა ახალი სამხედრო ოპერაციის გეგმა

ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისმა დღეს, 26 თებერვალს გამოაცხადა, რომ თავდაცვის არმიამ სამხედრო კაბინეტს წარუდგინა ღაზის სექტორში საბრძოლო მოქმედებების რაიონებიდან მოსახლეობის ევაკუაციის გეგმა და ასევე მომავალი სამხედრო ოპერაციის ოპერატიული გეგმა.

რაიონები დაკონკრეტებული არ არის. 24 თებერვალს პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ მთავრობას წარუდგენდა ქალაქ რაფაჰში მოქმედების გეგმას.

ღაზის სექტორის სამხრეთში მდებარე ამ ქალაქს, რომელიც ეგვიპტეს ესაზღვრება, თავს აფარებს საომარი მოქმედებების გამო სხვადასხვა რაიონიდან გაქცეული მილიონზე მეტი პალესტინელი. ღაზის სექტორში ომით გამოწვეული ჰუმანიტარული კატასტროფის ფონზე რაფაჰის წინააღმდეგ ისრაელის არმიის მიერ ფართომასშტაბიანი ოპერაციის დაწყება საერთაშორისო თანამეგობრობის განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს.

Related posts

კომენტარის დამატება