“შევთავაზებთ პუტინს პლატფორმას, სადაც აღიარებს, რომ დამარცხდა” – განაცხადა ზელენსკიმ

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ არ აპირებს მოლაპარაკების გამართვას რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან, რომელსაც ოპონენტების მკვლელი უწოდა.

„განა შეიძლება ლაპარაკი ყრუსთან? შეიძლება ლაპარაკი ადამიანთან, რომელიც თავის ოპონენტებს კლავს? ჩვენ შევთავაზებთ [პუტინს] პლატფორმას, რომელზეც მას შეუძლია დაგვეთანხმოს, რომ წააგო ეს ომი და რომ ეს იყო შეცდომა. დიდი შეცდომა, რომელიც მისთვის მცირეა, ჩვენთვის კი ტრაგედიაა“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 25 თებერვალს კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე.

უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინისათვის რთული იქნება მარტი აპრილის თვეები , რომლის დროსაც ადგილი ექნება სხვადასხვა სახის ზეწოლას და ასევე პოლიტიკურ და ფინანსურ ტალღებს.

„რუსეთი მოამზადებს კონტრშეტევას ზაფხულის დასაწყისში ან, თუ შეძლებს, მაისის ბოლოს. ისინი ამისთვის მოემზადებიან. ჩვენ ბრძოლისთვის მოვემზადებით. მიმაჩნია, რომ მათ ბრძოლას (შეტევას), რომელიც 8 ოქტომბერს დაიწყო, შედეგი არ აქვს. ჩვენი მხრივ, ჩვენ საკუთარ გეგმას მოვამზადებთ“, – განაცხადა ზელენსკიმ, რომელსაც ამ გეგმის დეტალებზე აღარ უსაუბრია.

დღესვე უკრაინის თავდაცვის ძალებმა უკან დაიხიეს ქალაქ ავდეევკის დასავლეთით მდებარე, დასახლებულ პუნქტ ლასტოჩკინოდან, – ამის შესახებ უკრაინულ მედიას ჯარების დაჯგუფება „ტავრიის“ სპიკერმა, ჯგუფის სპიკერმა დიმიტრი ლიხოვოიმ აცნობა.

Related posts

კომენტარის დამატება