უკრაინის სუმის ოლქზე რუსეთის თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

2024 წლის 26 თებერვალს რუსეთის საჰაერო თავდასხმის შედეგად უკრაინის ჩრდილოაღმოსავლეთის სუმის ოლქზე ორი ადამიანი დაიღუპა , როცა რუსეთი აწარმოებს დრონებით და რაკეტებით შეტევების ახალ ტალღას – იუწყებიან რეგიონის და არმიის ოფიციალური წარმომადგენლები.

“განადგურდა კერძო საცხოვრებელი სახლი, დაზიანდა კიდევ ხუთი ნაგებობა” – წერენ სუმის ოლქის მესვეურები ტელეგრამით და იტყობინებიან, რომ შეტევის შედეგად წყვილი დაიღუპა.

26 თებერვალს, დილით, უკრაინის თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს რუსეთის მიერ ნასროლი 14 დრონიდან ცხრა დრონი – იუწყება უკრაინის არმია . ასევე მათი თქმით განადგურებულია რუსეთის საკრუიზო რაკეტა.

Related posts

კომენტარის დამატება