მოხვდება თუ არა ევროკაშირის სანქცირებულთა სიაში ივანიშივლი – რას ამბობენ ოპოზიციაში?

დასანქცირების შესახებ ევროპელი მინისტრების განცხადებას “ქართული ოცნების” ოპონენტები აფასებენ.  “ლელოს” ერთ-ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ  რუსი ოლიგარქების გავლენა ისეთ ქვეყნებზე, როგორიც მოლდოვა და საქართველოა, შეიძლება სანქციების გზით შეჩერდეს.  მისი თქმით, მინისტრების განცხადებებს ხელი შეუწყო რუსული კანონის მიღების მცდელობამ: დღეს, რუსეთის ინტერესებში არის ისეთი ქვეყნების დესტაბილიზაცია, როგორიც არის საქართველო და მოლდოვა. ცხადია, რომ ევროპულ დღის წესრიგზე წინ წამოვიდა სწორედ რუსეთის გავლენის ასე ვთქვათ, რა მეთოდები არსებობს ამ ქვეყნებში. სანქციების გზით, შეიძლება შეჩერდეს რუსი ოლიგარქების გავლენა ისეთ ქვეყნებზე, როგორიც მოლდოვა და საქართველოა და ეხლა ვხედავთ სწორედ ამ დისკუსიის გაგრძელებას. რა თქმა უნდა, ამას ხელი შეუწყო…

იაპონიის პრემიერმინისტრი კიევში ჩავიდა

იაპონიის პრემიერ-მინისტრი, ფუმიო კიშიდა უკრაინაშია, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. კიშიდა უკრაინის დედაქალაქში, კიევში მატარებლით ჩავიდა. მას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ემინე ჯაფაროვა და უკრაინაში იაპონიის ელჩი დახვდნენ.  უკრაინული მედიის ცნობით, კიშიდა ზელენსკის პირადად შეხვდება, სადაც ორი ქვეყნის წარმომადგენელი უკრაინის რეკონსტრუქციისთვის იაპონიის მხარდაჭერას განიხილავს. კიშიდა დიდი შვიდეულის ერთადერთ პრეზიდენტი იყო, რომელიც რუსეთის შეჭრის შემდეგ, კიევში არ იყო ჩასული. ადვოკატი/advokati

დაკავების ორდერი არ ნიშნავს, სასამართლოს გადაწყვეტილებას – ირაკლი კობახიძე

დაკავების ორდერი არ ნიშნავს, სასამართლოს გადაწყვეტილებას, ბრალდება საკმარისი არ არის – ასე აფასებს “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ჰააგის სასამართლოს მიერ 17 მარტს გამოტანილ ვერდიქტს.  საუბარია გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც ჰააგას სასამართლომ ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. ირაკლი კობახიძის მტკიცებით, დამნაშავის იდენტიფიცირება სასამართლოს საქმეა და დაკავების ორდერი სასამართლოს გადაწყვეტილებას ჯერ არ ნიშნავს. კითხვაზე, ომის დანაშაულის ბრალდება ნიშნავს თუ არა  მმართველი პარტიის ლიდერმა კითხვას, რატომ ეშინია პუტინს დამნაშავე უწოდოს, კონკრეტული პასუხი არ გასცა და თქვა მხოლოდ ის, რომ ” არავის არაფრის ეშინია”.  პუტინზე დასმული კითხვის საპასუხოდ კობახიძემ 2008 წელი და წინა ხელისუფლება გაიხსენა:  არავის არაფრის არ ეშინია,…

რუსეთი უკრაინაში ბავშვებს დააბრუნებს, როცა ეს უსაფრთხო იქნება – ნებენზია

გაეროში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა, ვასილი ნებენზია ამბობს, რომ რუსეთი უკრაინაში ბავშვებს მაშინ დააბრუნებს, როცა ეს “უსაფრთხო იქნება”. ნებენზიას თქმით, უკრაინიდან ბავშვების გამოყვანისას რუსეთის მთავრობას სურდა, “დაეცვა ისინი საფრთხისგან, რომელიც შესაძლოა სამხედრო მოქმედებებს გამოეწვია”. “როცა პირობები უსაფრთხო იქნება, რა თქმა უნდა, რატომაც არა”, – უპასუხა ნებენზიამ სააგენტო Tass-ის შეკითხვას დააბრუნებენ თუ არა ბავშვებს. როგორც გაეროში რუსეთის წარმომადგენელმა აღნიშნა, რუსეთში ძალით გაგზავნილ ბავშვების საკითხზე საერთაშორისო რეაგირება “სრულად გადაჭარბებულია”. შეგახსენებთ, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ 17 მარტს პუტინის დაპატიმრების ორდერი გასცა. პუტინს ბრალად ედება 2022 წელს რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ უკრაინიდან ბავშვების უკანონო დეპორტაცია. ორდერი გაიცა რუსეთის ბავშვთა…

მამუკა გამყრელიძე – რუსეთს ჩინეთის მიმართ უკვე ვასალური დამოკიდებულება აქვს

მე ასე ვიტყოდი, რომ უკვე ვასალური დამოკიდებულება აქვს რუსეთს ჩინეთის მიმართ, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა ელჩმა ჩინეთში, პარტია „ევროპელი დემოკრატების” გენერალურმა მდივანმა მამუკა გამყრელიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა. მისივე თქმით, ჩინეთისთვის რუსეთი სასოფლო-სამეურნეო და ნედლეულის ბაზაა. გამყრელიძის განცხადებითვე, რუსეთისგან განსხვავებით, ჩინეთს არ აქვს ატომური წყალქვეშა ფლოტი, რომელიც არაა გამორიცხული, რომ პეკინმა მოსკოვისგან იყიდოს. „სამხედრო თვალსაზრისით აქ არის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი. რუსეთს ჰყავს ატომური წყალქვეშა ფლოტი, რომელსაც ახლა კიდევ მოდერნიზებას უტარებს. არ არის გამორიცხული, რომ ჩინეთი იყიდის მათგან [ატომური წყალქვეშა ფლოტს] მომავალი დაპირისპირებისთვის“, – აღნიშნა გამყრელიძემ. ამასთან, ჩინეთში საქართველოს ყოფილი…

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში დაღუპული კიდევ ერთი ქართველი 22 წლის ვანო ჩოხელია. ის წარმოშობით დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ქედიდან არის. ადგილობრივების ინფორმაციით, ახალგაზრდა 16 მარტს, ხარკოვში საბრძოლო მოქმედებების დროს დაიღუპა. მათი თქმით, ვანო ჩოხელს დედა უკრაინელი ჰყავდა და ბოლო წლების განმავლობაში იქ ცხოვრობდა, სამხედრო განათლებაც სწორედ იქ მიიღო. „მამა აქაური ჰყავს. ჩამოდიოდნენ ხოლმე საქართველოში. სკოლაშიც დადიოდა ზემო ქედში, მაგრამ რაც დედა გარდაეცვალა, ხარკოვში გადავიდნენ საცხოვრებლად და სწორედ იქ მიიღო სამხედრო განათლებაც. აქ მოხუცი ბებია და პაპა ცხოვრობენ”, – ამბობენ ადგილობრივები. ადვოკატი/advokati

სი ძინპინი პუტინს – ჩინეთი და რუსეთი მსგავს მიზნებს იზიარებენ – მჯერა, რუსი ხალხი გააგრძელებს თქვენს მტკიცე მხარდაჭერას მომავალი წლის არჩევნებზე

ჩინეთი და რუსეთი მსგავს მიზნებს იზიარებენ , – ამის შესახებ ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს მოსკოვში შეხვედრისას განუცხადა. სი ძინპინის თქმით, ჩინეთი „დიდად აფასებს“ ჩინეთ-რუსეთის კავშირებს, მისივე განცხადებით, ორივე ქვეყანას შეუძლია ითანამშრომლოს მათი განვითარების მიზნების განსახორციელებლად. “მართალია, რომ ჩვენი ქვეყნები იზიარებენ იგივე, ან მსგავს მიზნებს“, – აღნიშნა სი ძინპინმა. როგორც ჩინეთს ლიდერმა რუს კოლეგას განუცხადა, მოხარულია იმით, რომ რუსეთი პირველი ქვეყანაა, რომელსაც ჩინეთის პრეზიდენტად ხელახლა არჩევის შემდეგ ეწვია. “ძალიან ბედნიერი ვარ, რომ თქვენი მოწვევით შემიძლია კვლავ ვესტუმრო რუსეთს“, – აღნიშნა ჩინეთის ლიდერმა. ამასთან, სი ძინპინმა განაცხადა, რომ რუსეთის…

EPP-ის ჯგუფის ევროპარლამენტარები: მოწოდებით გამოვდივართ, აშშ-ის უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის (FARA) ევროპული ეკვივალენტი შეიქმნას

ჩვენ მოწოდებით გამოვდივართ, აშშ-ის უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის (FARA) ევროპული ეკვივალენტი შეიქმნას, – ნათქვამია ევროპარლამენტში ევროპის სახალხო პარტიის (EPP) ჯგუფის წევრების, მანფრედ ვებერის, მონიკა ჰოლმაიერისა და პეტრი სარვამაას ერთობლივ წერილში. „მილიონობით არასამთავრობო ორგანიზაცია ყოველდღიურად ახორციელებს გამორჩეულ სამუშაოს, როგორც ადგილობრივ, ასევე გლობალურ დონეზე. მიუხედავად ამისა, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა საჯარო საქმიანობაში, არსებობენ არაკეთილსინდისიერი ადამიანები, რომლებიც არასამთავრობო ორგანიზაციებს საფარად იყენებენ მოსყიდვისა და არაგამჭვირვალე ლობირებისა და გარიგებაზე გავლენის მოხდენის მიზნით, როგორც ეს ე.წ. Qatargate-ის საქმემ [კორუფციული სკანდალი ევროპარლამენტში] აჩვენა. ამ სკანდალში ევროპარლამენტის ყოფილმა წევრმა, ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა და მათმა რამდენიმე სოციალისტმა კოლეგამ ბოროტად გამოიყენეს სისტემა. საბედნიეროდ, ისინი…

რუსეთის სტრატეგიის ნაწილია, იმ საზოგადოებების დესტაბილიზაცია, რომლებიც ევროპულ გზას მიყვებიან – ბაერბოკი საქართველოსა და მოლდოვაზე

“რუსეთის სტრატეგიის ნაწილია, მოახდინოს იმ საზოგადოებების დესტაბილიზაცია, რომლებიც ევროპულ გზას მიყვებიან”, – ასე უპასუხა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანნალენა ბაერბოკმა, ჟურნალისტის კითხვას, აქვს თუ არა შიში, რომ საქართველო და მოლდოვა შესაძლოა მოსკოვის მხარეს აღმოჩნდნენ. როგორც გერმანელმა მინისტრმა ფრანგული მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში განმარტა, იმ პირობებში, როცა რუსეთის სამხედრო წარმატება უკრაინაში ისე ვერ რეალიზდება, როგორც ეს დაგეგმილი იყო, შემთხვევითი არ არის, რომ საქართველოში და მოლდოვაში რუსეთის მიერ გავლენების გაძლიერების მცდელობები იზრდება. “ეს რუსეთის სტრატეგიის ნაწილია, რომ მოახდინონ იმ საზოგადოებების დესტაბილიზაცია, რომლებიც ევროპულ გზას მიყვებიან. განსაკუთრებით ახლა, როცა პუტინის სამხედრო წარმატება უკრაინაში ისე ვერ რეალიზდება, როგორც ეს დაგეგმილი იყო, შემთხვევით არ არის,…

პუტინის თქმით, ჩინეთის სამშვიდობო გეგმას სი ძინპინთან შეხვედრისას განიხილავს

ყურადღებით გავეცანით ჩინეთის მიერ უკრაინაში სიტუაციის მოგვარების შესახებ შემოთავაზებულ გეგმას, რა თქმა უნდა, მისი განხილვის შესაძლებლობა გვექნება”, – ამის შესახებ განცხადება რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, სი ძინპინთან შეხვედრისას გააკეთა.  პუტინის თქმით, ისინი პატივს სცემენ ჩინეთის ინიციატივას, მოაგვარონ სიტუაცია უკრაინაში.  მისივე თქმით, მან იცის, რომ ჩინეთმა გეგმა სამართლიანობის პრინციპებისა და საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური დებულებების დაცვით შეიმუშავა.  შეგახსენებთ, რომ ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი ოფიციალური ვიზიტით მოსკოვში დღეს ჩავიდა. ადვოკატი/advokati