32 წლის წინ, 31 მარტის რეფერენდუმზე, საქართველოს მოსახლეობამ ხმა მისცა ქვეყნის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას და ამით განსაზღვრა ჩვენი სამშობლოს ბედი და ქართველი ხალხის მომავალი. ჩვენი ხალხის ურყევი ნება – საქართველოს დამოუკიდებლობა და თავისუფლება, სახელმწიფოს უმთავრესი ღირებულება და ფუნდამეტია. საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენა ბევრი ადამიანის დამსახურებაა. ეს გამარჯვება ჩვენი გმირი წინაპრების თავგანწირული ბრძოლის შედეგია, თუმცა გამორჩეულად დიდია საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას წვლილი, რომელსაც დღეს 84 წელი შეუსრულდებოდა. ჩვენი ვალია, დავიცვათ ეს დიდი მონაპოვარი და გავხადოთ საქართველო ისეთი ძლიერი და წარმატებული, როგორზეც ოცნებობდნენ 31 მარტის რეფერენდუმის მონაწილეები. წერს საკუთარ facebook გვერდზე კახი…
კატეგორია: სიახლეები
ლაშა შუკაკიძე-ჟურნალისტებო გილოცავთ პროფესიულ დღეს
ჟურნალისტებო, გილოცავთ პროფესიულ დღეს! მაღალი პასუხისმგებლობის მქონე, პროფესიონალი და მიუკერძოებელი მედიის არსებობა ქვეყნის დემოკრატიული განვითარების წინაპირობაა. ამდენად, თქვენი თავისუფლება და პროფესიონალიზმი ნიშნავს თავისუფალ, სრულად ინფორმირებულ საზოგადოებას. გისურვებთ ღირსებით და პასუხისმგებლობით ემსახუროთ ქართულ ჟურნალისტიკას. ადვოკატი ლაშა შუკაკიძე საკუთარი facebook გვერდიდან ულოცავს ჟურნალისტებს.
“პატარა კაცო, ოროსანო, წიგნი წაიკითხე” – დაპირისპირება პარლამენტში
პარლამენტში სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის სიტყვიერი დაპირისპირება პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებას მოყვა, რომელმაც სტუდენტების დისკრედიტაცია სცადა და მათ პროტესტს “ნაყიდი პროტესტი” უწოდა. ამის შემდეგ ოპოზიციამ პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართა და უთხრა, რომ მან საზოგადოებას ბოდიში უნდა მოუხადოს. სიტყვიერ დაპირისპირება მოხდა დეპუტატ ხათუნა სამნიძესა და ირაკლი-დაჩი ბერაიას შორის. ბერაიამ სამნიძეს ჰკითხა, რაში იღებდა ის ფულს: “შენ ენა გააჩერე, ეს არ უკადრებია ჩემთვის არავის, რა ფული ავიღე….წესიერად ილაპარაკე, ფულს რაში იღებო რომ იძახი შე ავადმყოფო, პატარა კაცი ეს, საცოდავი, ფულს რაში იღებ შე საცოდავო, დეკლარაციები დადე, მე არ მიდევს დეკლარაციები?…
მოხვდება თუ არა ევროკაშირის სანქცირებულთა სიაში ივანიშივლი – რას ამბობენ ოპოზიციაში?
დასანქცირების შესახებ ევროპელი მინისტრების განცხადებას “ქართული ოცნების” ოპონენტები აფასებენ. “ლელოს” ერთ-ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ რუსი ოლიგარქების გავლენა ისეთ ქვეყნებზე, როგორიც მოლდოვა და საქართველოა, შეიძლება სანქციების გზით შეჩერდეს. მისი თქმით, მინისტრების განცხადებებს ხელი შეუწყო რუსული კანონის მიღების მცდელობამ: დღეს, რუსეთის ინტერესებში არის ისეთი ქვეყნების დესტაბილიზაცია, როგორიც არის საქართველო და მოლდოვა. ცხადია, რომ ევროპულ დღის წესრიგზე წინ წამოვიდა სწორედ რუსეთის გავლენის ასე ვთქვათ, რა მეთოდები არსებობს ამ ქვეყნებში. სანქციების გზით, შეიძლება შეჩერდეს რუსი ოლიგარქების გავლენა ისეთ ქვეყნებზე, როგორიც მოლდოვა და საქართველოა და ეხლა ვხედავთ სწორედ ამ დისკუსიის გაგრძელებას. რა თქმა უნდა, ამას ხელი შეუწყო…
“ღამით ატყობინებენ, რომ მომდევნო დილას უნდა გამოცხადდნენ სასამართლოში” – NGO-ები აქციებზე დაკავებულებზე
არასამთავრობო ორგანიზაციები “რუსული კანონის” საწინააღმდეგო აქციებზე დაკავებულებთან დაკავშირებით კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებენ და სასამართლოსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან, აქციის მონაწილეების დაკითხვაზე დაბარებისას არსებულ დარღვევებზე საუბრობენ. როგორც განცხადების ხელმომწერი ორგანიზაციები ამბობენ, კრიტიკას იმსახურებს სასამართლოს მიერ ამ დრომდე დაუსაბუთებულად მიღებული დადგენილებები და შეუსაბამოდ მაღალი ოდენობის ჯარიმების შეფარდება. ამასთან ერთად, პროცედურულად სრულიად არაორგანიზებული სახით მიმდინარეობს ერთის მხრივ, სამინისტროს მიერ საქმეების სასამართლოში შეტანა და მეორე მხრივ, სასამართლოს მიერ საქმეთა განხილვა. მათივე განცხადებით, სამინისტროს წარმომადგენლები მოქალაქეებს გვიან ღამით უკავშირდებიან და ატყობინებენ, რომ მომდევნო დილას უნდა გამოცხადდნენ სასამართლოში ან მხოლოდ 1-2 საათით ადრე აწვდიან ამ ინფორმაციას. “როგორც საზოგადოებისთვის…
იაპონიის პრემიერმინისტრი კიევში ჩავიდა
იაპონიის პრემიერ-მინისტრი, ფუმიო კიშიდა უკრაინაშია, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. კიშიდა უკრაინის დედაქალაქში, კიევში მატარებლით ჩავიდა. მას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ემინე ჯაფაროვა და უკრაინაში იაპონიის ელჩი დახვდნენ. უკრაინული მედიის ცნობით, კიშიდა ზელენსკის პირადად შეხვდება, სადაც ორი ქვეყნის წარმომადგენელი უკრაინის რეკონსტრუქციისთვის იაპონიის მხარდაჭერას განიხილავს. კიშიდა დიდი შვიდეულის ერთადერთ პრეზიდენტი იყო, რომელიც რუსეთის შეჭრის შემდეგ, კიევში არ იყო ჩასული. ადვოკატი/advokati
სააკაშვილს და მის გარემოცვას ვეუბნებოდით, თქვენი უფლებები ჩვენი დასაცავი გახდება-თქო, იგივეს გეუბნებით თქვენ – უსუფაშვილი
ლელოს” ლიდერი დავით უსუფაშვილი “ოცნებას” სააკაშვილისა და მისი გარემოცვის ბედს უწინასწარმეტყველებს და მმართველ პარტიას მოუწოდებს გონს მოვიდეს. უსუფაშვილი წუხს, რომ სახელმწიფო პოლიტიკა დეპუტატების ოჯახის წევრებზეც აისახება და მათ შვილებსა და დედებს სტკენთ. ამიტომაც მამრთველ პარტიას მოუწოდებს, რომ ნუ ატარებენ ასეთ პოლიტიკას. მიშა სააკაშვილს პერსონალურად და მის უახლოეს გარემოცვას ვეუბნებოდით, თქვენი უფლებები ჩვენი დასაცავი გახდება, ისეთ რამეებს აკეთებთ უკვე. ახლა, პატივცემულო კოლეგებო, თქვენ მოგმართავთ, უკვე გადახვედით ისეთი რაღაცების კეთებაზე, სახელმწიფო პოლიტიკის რანგში აყვანილ აი ამ უბედურებებში, რაც ახლა თქვენც შეგეხოთ და ძალიან ვწუხვარ, დედისთვის, შვილისთვის და თითოეული იმ საყვარელი ადამიანისთის, ვინც ჩვენს…
დაკავების ორდერი არ ნიშნავს, სასამართლოს გადაწყვეტილებას – ირაკლი კობახიძე
დაკავების ორდერი არ ნიშნავს, სასამართლოს გადაწყვეტილებას, ბრალდება საკმარისი არ არის – ასე აფასებს “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ჰააგის სასამართლოს მიერ 17 მარტს გამოტანილ ვერდიქტს. საუბარია გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც ჰააგას სასამართლომ ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. ირაკლი კობახიძის მტკიცებით, დამნაშავის იდენტიფიცირება სასამართლოს საქმეა და დაკავების ორდერი სასამართლოს გადაწყვეტილებას ჯერ არ ნიშნავს. კითხვაზე, ომის დანაშაულის ბრალდება ნიშნავს თუ არა მმართველი პარტიის ლიდერმა კითხვას, რატომ ეშინია პუტინს დამნაშავე უწოდოს, კონკრეტული პასუხი არ გასცა და თქვა მხოლოდ ის, რომ ” არავის არაფრის ეშინია”. პუტინზე დასმული კითხვის საპასუხოდ კობახიძემ 2008 წელი და წინა ხელისუფლება გაიხსენა: არავის არაფრის არ ეშინია,…
ჟურნალისტ ნატო გოგელიაზე თავდამსხმელი, ალტ ინფოს წევრი, ქუთაისის სააპელაციომ გირაოთი გაათავისუფლა
ტვ პირველის” ჟურნალისტზე, ნატო გოგელიაზე თავდამსხმელი, ალტ-ინფოს წევრი მამუკა ანდღულაძე ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა შეგახსენებთ, 15 მარტს, ჟურნალისტი ნატო გოგელია ანდღულაძესთან კითხვების დასასმელად სახლში მივიდა, რა დროსაც ანდღულაძე მას ფიზიკურად გაუსწორდა და მობილური ტელეფონი დაუმტვრია. ბათუმის საქალაქო სასამართლომ მას 18 მარტს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, თუმცა მეორე ინსტანციამ ის სასამართლო დარბაზიდან გაუშვა. მომხდარზე გამოძიებას ჟურნალისტისთვის საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე სპეციალური საგამოძიებო სამსახური აწარმოებს. ადვოკატი/advokati
პოლიტიკური ბრალდებები სესიაზე – კამათი პლენარულ სხდომაზე აქციებისა და ე.წ. უცხოური გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტს მოყვა
კამათი და პოლიტიკური ბრალდებები სესიაზე – განცხადებებით გაიხსნა დღეს პარლამენტის პლენარული სხდომა. ძირითადი განსახილველი საკითხი მიმდინარე პროცესები, აქციები და ე.წ. უცხოური გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტი იყო. დარბაზში ისმოდა ოპოზიციის კრიტიკული შეფასებებიც. მათი განსაკუთრებული უკმაყოფილება უმრავლესობის წევრების მხრიდან ახალგაზრდების მისამართით გაკეთებულმა განცხადებებმა გამოიწვია. იყო სიტყვიერი კამათი, ისმოდა მწვავე პოლიტიკური ბრალდებები “თქვენ ამ ბარბაროსულ შავ-ბნელ კანონპროექტს დაუჭირეთ მხარი და ახლა იმის ნაცვლად, რომ გონს მოეგოთ, ბოდიში მოუხადოთ საზოგადოებას და პარტნიორებს ევროპაში და ჩვენც, ოპონენტებს, რომლებიც გაფრთხილებდით, რომ ეს შედეგი დადგებოდა, გადახვედით გაასმაგებულ ზეწოლაზე,” – აცხადებს პარლამენტის წევრი არმაზ ახვლედიანი. პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა,…