ლაშა შუკაკიძე-ჟურნალისტებო გილოცავთ პროფესიულ დღეს

ჟურნალისტებო, გილოცავთ პროფესიულ დღეს! მაღალი პასუხისმგებლობის მქონე, პროფესიონალი და მიუკერძოებელი მედიის არსებობა ქვეყნის დემოკრატიული განვითარების წინაპირობაა. ამდენად, თქვენი თავისუფლება და პროფესიონალიზმი ნიშნავს თავისუფალ, სრულად ინფორმირებულ საზოგადოებას. გისურვებთ ღირსებით და პასუხისმგებლობით ემსახუროთ ქართულ ჟურნალისტიკას. ადვოკატი ლაშა შუკაკიძე საკუთარი facebook გვერდიდან ულოცავს ჟურნალისტებს.

სააკაშვილს და მის გარემოცვას ვეუბნებოდით, თქვენი უფლებები ჩვენი დასაცავი გახდება-თქო, იგივეს გეუბნებით თქვენ – უსუფაშვილი

ლელოს” ლიდერი დავით უსუფაშვილი “ოცნებას” სააკაშვილისა და მისი გარემოცვის ბედს უწინასწარმეტყველებს და მმართველ პარტიას მოუწოდებს გონს მოვიდეს. უსუფაშვილი წუხს, რომ სახელმწიფო პოლიტიკა დეპუტატების ოჯახის წევრებზეც აისახება და მათ შვილებსა და დედებს სტკენთ. ამიტომაც მამრთველ პარტიას მოუწოდებს, რომ ნუ ატარებენ ასეთ პოლიტიკას.  მიშა სააკაშვილს პერსონალურად და მის უახლოეს გარემოცვას ვეუბნებოდით, თქვენი უფლებები ჩვენი დასაცავი გახდება, ისეთ რამეებს აკეთებთ უკვე. ახლა, პატივცემულო კოლეგებო, თქვენ მოგმართავთ, უკვე გადახვედით ისეთი რაღაცების კეთებაზე, სახელმწიფო პოლიტიკის რანგში აყვანილ აი ამ უბედურებებში, რაც ახლა თქვენც შეგეხოთ და ძალიან ვწუხვარ, დედისთვის, შვილისთვის და თითოეული იმ საყვარელი ადამიანისთის, ვინც ჩვენს…

სამწუხაროდ, პრეზიდენტი ხშირად აკეთებს გაუგებარ განცხადებებს, მაინც მგონია, რომ სალომე ზურაბიშვილს აქვს პრინციპები დ კრიტიკულ მომენტებში უკადრებელს არ იკადრებს – ირაკლი კობახიძე

სამწუხაროდ, საქართველოს პრეზიდენტი ხშირად აკეთებს ხოლმე ასეთ გაუგებარ განცხადებებს, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, სალომე ზურაბიშვილის მიერ შალვა პაპუაშვილის განცხადების შეფასებასთან დაკავშირებით ისაუბრა. საქართველოს პრეზიდენტს მიუღებლად მიაჩნია პარლამენტის თავმჯდომარის მიერ ახალგაზრდების მიმართ გაკეთებული განცხადება. როგორც ირაკლი კობახიძემ დღეს მედიასთან აღნიშნა, ალომე ზურაბიშვილმა შალვა პაპუაშვილის განცხადება არასწორად განაზოგადა. “სამწუხაროდ, საქართველოს პრეზიდენტი ხშირად აკეთებს ხოლმე ასეთ გაუგებარ განცხადებებს. შალვა პაპუაშვილს ჰქონდა საუბარი კონკრეტულ ფაქტებზე, სადაც გამოიკვეთა კონკრეტული ახალგაზრდების მოსყიდვა. მაგალითად, 1000-ლარიან, 5000-ლარიან მოსყიდვაზე იყო საუბარი. ამაზე გააკეთა განცხადებები შალვა პაპუაშვილმა, რაც არასწორად განაზოგადა საქართველოს პრეზიდენტმა. არ ვიცი, შეცდომაში იყო შეყვანილი, თუ…

ირაკლი კობახიძე – დიტო სამხარაძეს აქვს თავის დამოკიდებულება „ნაცმოძრაობის“ მიმართ, რასაც აქვს თავის საფუძველი, მიზეზი და მე აბსოლუტურად მესმის

დიტო სამხარაძეს აქვს თავის დამოკიდებულება „ნაცმოძრაობის” მიმართ, რასაც აქვს თავის საფუძველი, მიზეზი და მე აბსოლუტურად მესმის, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა. კობახიძე გამოეხმაურა სოციალურ ქსელში გავრცელებულ “სქრინს”, რომლის თანახმად უმრავლესობის დეპუტატი ემუქრება და შეურაცხყოფას აყენებს მოქალაქეს. „მე რამდენადაც ვიცი, სამხარაძემ უარყო ასეთი მუქარა. რაც შეეხება ზოგადად მუქარას და ბულინგს, შეგახსენებთ, რომ ლიბერალურ – ფაშისტური კამპანია, რომელიც წარმოებს საქართველოში, არის ინიცირებული რადიკალური ოპოზიციის მხრიდან”, – განაცხადა კობახიძემ. კითხვაზე, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა და დიმიტრი სამხარაძემ წარსულში აქციის მონაწილეებსაც მიაყენა შეურაცხყოფა, კობახიძე ამბობს, რომ სამხარაძის ესმის. “დიტო…

გოთუას ქუჩის და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს დამაკავშირებელი ახალი პანდუსის მშენებლობა დაიწყო

გოთუას ქუჩის და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს დამაკავშირებელი ახალი პანდუსის მშენებლობა დაიწყო. სამუშაოებს დედაქალაქის მერმი ადგილზე გაეცნო. კალაძის გადაწყვეტილებით კიდევ ერთი პანდუსი მოეწყობა. ამასთან გზის სავალი ნაწილის გასწვრივ, უსაფრთხოების მიზნით, ფერდის დამცავი რკინა-ბეტონის საყრდენი კედლები მოეწყობა. გათვალისწინებულია გარე განათების ახალი ქსელის მოწყობაც. პროექტის დასრულების შემდეგ, არსებულ პანდუსზე საავტომობილო მოძრაობა ცალმხრივი გახდება. სამუშაოები, სამ თვეში დასრულდება. ადვოკატი/advokati

ლაშა შუკაკიძე- წართმეული ქართული ოცნება-2012

ლაშა შუკაკიძე საკუთარ ფეისბუქ გვერდზე აქვეყნებს სტატუსს, რომლის თანახმადაც, ის აპირებს, დაწეროს წიგნი სხელწოდებით „წართმეული ქართული ოცნება 2012“, სადაც ზუსტად და რეალურად იქნება ასახული და შეფასებული  ქართული ოცნების ისტორია 2012-23 წლებში. ეს არის პირველი წიგნი, რომელიც დაიწერება ქართული ოცნების შესახებ. გთავაზობთ ტექსტს: წიგნის ესკიზის შექმნის პროცესში აღმოვაჩინე, რომ ქართული ოცნების იდეის მთავარ პერსონას ნამდვილად სურდა ისეთი კარგი ქართული ოცნების შექმნა და აშენება როგორსაც არჩევნებამდე წარმოგვიდგენდა, მაგრამ როგორც ჩანს გარკვეულმა ძალებმა არ მისცეს ამის საშუალება და უფლება. ამიტომ არჩევნებამდევე მოხდა ქართული ოცნების ორ ნაწილად დაყოფა. პირობითად შავებად  და თეთრებად. შავების კატეგორიაში…

მამუკა მდინარაძე: სიტყვა „აგენტი“ თუ ასე გაშინებთ, გეუბნებით, რომ …

„ჩვენ ვართ ჩვენი ამომრჩევლების გავლენის აგენტები და დამშვიდდით, მეგობრებო,“ – ამის შესახებ განაცხადა. „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა. მისი თქმით, თითოეული დეპუტატი არის ხალხის, მისი ამომრჩევლის გავლენის აგენტი. „თითოეული დეპუტატი არის ხალხის, მისი ამომრჩევლის გავლენის აგენტი, თუ გნებავთ, რადგან ეს სიტყვა ასე აწუხებთ. ჩვენ ვართ ჩვენი ამომრჩევლების გავლენის აგენტები და დამშვიდდით, მეგობრებო! ეს სიტყვა თუ ასე გაშინებთ და გაშფოთებთ, აგერ, მე გეუბნებით, რომ მე, ჩემი კოლეგები, ყველანი ვართ ჩვენი ამომრჩევლებისა და ქართველი ხალხის გავლენის აგენტები და ასე იქნება ყოველთვის, ვიდრე ცოცხლები ვიქნებით. და ეს ნურავის…

რომან გოცირიძე – „ქართული ოცნება” თავს რუსეთის აგენტად აცხადებს – თითოეული დეპუტატი ვინც ე.წ. აგენტების კანონს მხარს დაუჭერს, ქვეყნის მოღალატე იქნება

„ქართული ოცნება” თავს რუსეთის აგენტად აცხადებს – თითოეული დეპუტატი ვინც ე.წ. აგენტების კანონს მხარს დაუჭერს, ქვეყნის მოღალატე იქნება, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან ოპოზიციონერმა დეპუტატმა რომან გოცირიძემ განაცხადა. მისი თქმით, ამ ქმედების სხვაგვარი ფორმულირება შეუძლებელია. „როცა ამ კანონის წინააღმდეგ გამოდის მთელი მსოფლიო, გაერო, ევროკავშირი, ყველა წესიერი ადამიანი საქართველოში და ამის მიუხედავად არის მცდელობა ამ კანონის გატანის თუნდაც, პირველი მოსმენით, პრინციპების დონეზე, ეს იმას ნიშნავს, რომ ეს ხალხი ანუ “ქართული ოცნება” და არავითარი რაღაც ძალა არ არსებობს, პირდაპირ აცხადებს თავს რუსეთის აგენტებად. შეიძლება ჩავთვალოთ, თითოეული დეპუტატი ვინც ამ კანონს მხარს დაუჭერს პირველი მოსმენით იქნება ქვეყნის…

რატი იონათამიშვილი სააკაშვილზე: ჩვენი ხელისუფლება არათუ მაღალი სტანდარტით იცავს თითოეული პატიმრის უფლებას, არამედ, შეიძლება ითქვას, რომ ეს ბატონი პრივილეგირებულ მდგომარეობაშიც კი არის

ჩვენი ხელისუფლება არათუ მაღალი სტანდარტით იცავს თითოეული პატიმრის უფლებას, არამედ ამ შემთხვევაში, შეიძლება ითქვას, რომ ეს ბატონი პრივილეგირებულ მდგომარეობაშიც კი არის, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას. „ამ მხრივ კითხვის ნიშნები არ არსებობს არც ეროვნულ დონეზე და არც სტრასბურგის სასამართლოსთვის პოლიტიკოსები არ უნდა აკეთებდნენ განცხადებას მსგავს საკითხებზე, შესაბამისად, ჩვენ ყველანაირად უზრუნველვყოფთ, რომ ამ საკითხის პოლიტიზება არ ხდებოდეს. ეს არის სამართლებრივი საქმე და გადაწყვეტილება უნდა გამოიტანოს სასამართლომ“, – აცხადებს იონათამიშვილი. მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების საკითხზე სასამართლო პროცესი 14 დეკემბრამდე გადაიდო. ადვოკატი:

საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2022 წლის III კვარტალში 745.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა

წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2022 წლის III კვარტალში 745.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2021 წლის III კვარტალის დაზუსტებულ მონაცემებზე ორჯერ მეტია. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 2022 წლის III კვარტალში სააქციო კაპიტალი, წინა წლის შესაბამისი პერიოდის მონაცემებთან შედარებით 6-ჯერ გაიზარდა და 226.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 30.3%-ია. რეინვესტიციამ 446.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა და შესაბამისად მისი წილი 60.0 პროცენტით განისაზღვრა. „რაც შეეხება 2022 წლის III კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოურ ინვესტიციებს, პირველ ადგილზეა ესპანეთი – 165.9 მლნ. აშშ დოლარით,…