ჟურნალისტებო, გილოცავთ პროფესიულ დღეს! მაღალი პასუხისმგებლობის მქონე, პროფესიონალი და მიუკერძოებელი მედიის არსებობა ქვეყნის დემოკრატიული განვითარების წინაპირობაა. ამდენად, თქვენი თავისუფლება და პროფესიონალიზმი ნიშნავს თავისუფალ, სრულად ინფორმირებულ საზოგადოებას. გისურვებთ ღირსებით და პასუხისმგებლობით ემსახუროთ ქართულ ჟურნალისტიკას. ადვოკატი ლაშა შუკაკიძე საკუთარი facebook გვერდიდან ულოცავს ჟურნალისტებს.
კატეგორია: სამართალი
“ღამით ატყობინებენ, რომ მომდევნო დილას უნდა გამოცხადდნენ სასამართლოში” – NGO-ები აქციებზე დაკავებულებზე
არასამთავრობო ორგანიზაციები “რუსული კანონის” საწინააღმდეგო აქციებზე დაკავებულებთან დაკავშირებით კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებენ და სასამართლოსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან, აქციის მონაწილეების დაკითხვაზე დაბარებისას არსებულ დარღვევებზე საუბრობენ. როგორც განცხადების ხელმომწერი ორგანიზაციები ამბობენ, კრიტიკას იმსახურებს სასამართლოს მიერ ამ დრომდე დაუსაბუთებულად მიღებული დადგენილებები და შეუსაბამოდ მაღალი ოდენობის ჯარიმების შეფარდება. ამასთან ერთად, პროცედურულად სრულიად არაორგანიზებული სახით მიმდინარეობს ერთის მხრივ, სამინისტროს მიერ საქმეების სასამართლოში შეტანა და მეორე მხრივ, სასამართლოს მიერ საქმეთა განხილვა. მათივე განცხადებით, სამინისტროს წარმომადგენლები მოქალაქეებს გვიან ღამით უკავშირდებიან და ატყობინებენ, რომ მომდევნო დილას უნდა გამოცხადდნენ სასამართლოში ან მხოლოდ 1-2 საათით ადრე აწვდიან ამ ინფორმაციას. “როგორც საზოგადოებისთვის…
დაკავების ორდერი არ ნიშნავს, სასამართლოს გადაწყვეტილებას – ირაკლი კობახიძე
დაკავების ორდერი არ ნიშნავს, სასამართლოს გადაწყვეტილებას, ბრალდება საკმარისი არ არის – ასე აფასებს “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ჰააგის სასამართლოს მიერ 17 მარტს გამოტანილ ვერდიქტს. საუბარია გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც ჰააგას სასამართლომ ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. ირაკლი კობახიძის მტკიცებით, დამნაშავის იდენტიფიცირება სასამართლოს საქმეა და დაკავების ორდერი სასამართლოს გადაწყვეტილებას ჯერ არ ნიშნავს. კითხვაზე, ომის დანაშაულის ბრალდება ნიშნავს თუ არა მმართველი პარტიის ლიდერმა კითხვას, რატომ ეშინია პუტინს დამნაშავე უწოდოს, კონკრეტული პასუხი არ გასცა და თქვა მხოლოდ ის, რომ ” არავის არაფრის ეშინია”. პუტინზე დასმული კითხვის საპასუხოდ კობახიძემ 2008 წელი და წინა ხელისუფლება გაიხსენა: არავის არაფრის არ ეშინია,…
არის თუ არა პუტინი სამხედრო დამნაშავე? – ღარიბაშვილმა ჰააგას გადაწყვეტილებაზე შეკითხვას არ უპასუხა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი კვლავ არ პასუხობს კითხვას ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, არის თუ არა ვლადიმერ პუტინი სამხედრო დამნაშავე. კითხვაზე პასუხის მაგივრად ღარიბაშვილი მსოფლიოში არსებულ სიტუაციაზე საუბრობს და ამბობს, რომ ახლა მთელი სამყარო მესამე მსოფლიო ომის საფრთხის წინაშე დგას. “ჯერ ერთი ამის შესახებ გუნდში გააკეთეს განმარტება და განცხადება. მეორეც, მე მინდა გითხრათ, დღეს მსოფლიო, მთელი სამყარო დგას მესამე მსოფლიო ომის საფრთხის წინაშე. ეს შეფასება არ არის გადაჭარბებული, ეს არ არის სპეკულაცია, ჩვენ ვუყურებთ დღითი-დღე უფრო მეტ კონფრონტაციას, მეტ დაძაბულობას და მეტ ესკალაციას. ამ პირობებში ჩემი როგორც მთავრობის მეთაურის მთავარი საზრუნავი…
დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების და სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე 20 პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყეს, რომელთაგან ერთი ყოფილი მოხელეა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით, დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლებისა და სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე, სისხლისსამართლებრივი დევნა 20 პირის მიმართ დაიწყეს, რომელთაგან ერთი ყოფილი მოხელეა. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა 2020-2021 წლებში, შიდა ქართლის რეგიონში, ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, ცრუ მოწმეების დახმარებითა და ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის თანამშრომლის მიერ სამსახურებრივი მოვალეობების არაჯეროვანი შესრულების შედეგად, საერთო ჯამში, 302 906 ლარის ღირებულების 44 396 მ2 ფართობის 10 მიწის ნაკვეთი მოტყუებით დაირეგისტრირეს. „გამოძიების პროცესში მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული მიწის ნაკვეთები…
სააპელაციო სასამართლომ თავდაცვის სამინისტროს ალექსანდრე ნინუას სასარგებლოდ 5 000 ლარის გადახდა დააკისრა
ადვოკატ ოთარ კახიძის განცხადებით, იზიარებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად, ე.წ წვრთნების საქმეზე, მისი დაცვის ქვეშ მყოფს, ალექსანდრე ნინუას თავდაცვის სამინისტროსთვის ზიანის ანაზღაურება არ დაკისრებია. საუბარია საქმეზე, რასთან მიმართებითაც თავდაცვის ყოფილ მინისტრს დავით კეზერაშვილს სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი თანხის გაფლანგვის ედავებოდნენ. კეზერაშვილთან ერთად საქმეზე ბრალდებული იყო თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი ალექსანდრე ნინუა, თუმცა მას სასამართლომ ბრალი დასდო არა თანხების გაფლანგვაში, არამედ სამსახურებრივ გულგრილობაში. ნინუას ნაწილში მეორე ინსტანციის მოსამართლეთა კოლეგიამ საჩივარი დააკმაყოფილა. შესაბამისად, თავდაცვის სამინისტროს ალექსანდრე ნინუას სასარგებლოდ 5 000 ლარის გადახდა დაეკისრა, ნინუას მიერ სააპელაციო საჩივრისთვის…
ნინო წილოსანი – პარლამენტის შენობის „შტურმისტები“, პოლიციელების დამამცირებლები და მოძალადეები, Gen Z-ის თაობის სახელით ვერ ისაუბრებენ
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ნინო წილოსანის განცხადებით, ამ დღეების განმავლობაში უღირსი ადამიანები ცდილობდნენ Gen Z-ის თაობა მიესაკუთრებინათ. როგორც მან პარლამენტის სესიაზე განაცხადა, „პარლამენტის შენობის „შტურმისტები“, პოლიციელების დამამცირებლები და მოძალადეები, „მოლოტოვის კოქტეილებით“ შეიარაღებულები, ამ თაობის სახელით ვერ ისაუბრებენ“. „ამ დღეების მანძილზე, ბევრ სხვა მოვლენასთან ერთად ვაკვირდებოდი, რომ უღირსი ადამიანები როგორ ცდილობდნენ Gen Z-ის თაობა მიესაკუთრებინათ ისევე, როგორც ცდილობენ პროევროპულობაზე მოიპოვონ მონოპოლია. ამ დღეების მანძილზე ახალგაზრდა თაობის სახელით რატომღაც საუბრობდნენ ადამიანები, რომლებსაც არანაირი ლეგიტიმაცია არ აქვთ მათი წარმომადგენლის სახელი დაირქვან. ამ დღეების მანძილზე ცდილობდნენ ახალგაზრდა თაობა ჩვენგან გამოეყოთ, მაგრამ ეს თაობა სწორედ ჩვენი შვილებია. ვისაც, ყოველდღიურ რეჟიმში…
გარდაცვლილი ბავშვის ცხედარი სახლში მიასვენეს – გოგონას ბაბუა ამბობს, რომ ოჯახმა ექსპერტიზის ბიუროს ცხედრის გაკვეთის უფლება არ მისცა.
დიდ დიღომში გარდაცვლილი ბავშვის ცხედარი ექსპერტიზის ბიუროდან სახლში მიასვენეს. “საღსალამათი ბავშვი გაგუდული ვნახეთ ბუჩქებში და დასკვნა მარტივია – ვიღაცის ძალადობა. ასეთი უბედურება დაგვემართა. დავიღუპეთ”, – ამის შესახებ დიდ დიღომში ნაპოვნი, გარდაცვლილი 12 წლის მოზარდის ბაბუამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. “ჩემს დისშვილს რომ უთხრეს, უნდა გავკვეთოთო, გაგიჟდა, ბავშვი არ გამიკვეთოთო, პანიკაშია. საღ-სალამათი ბავშვი გაგუდული ვნახეთ ბუჩქებში და დასკვნა მარტივია – ვიღაცის ძალადობა. ასეთი უბედურება დაგვემართა. დავიღუპეთ,” – აღნიშნავს ბაბუა. ადვოკატი/advokati
რადიკალები, რომლებმაც პარლამენტთან EU-ს დროშა დაწვეს, შსს-მ 1000-1000 ლარით დააჯარიმა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ, 1000-1000 ლარით დააჯარიმა 7 პირი, რომლებმაც პარლამენტის შენობიდან ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს და დაწვეს. ვიდეო კადრების გასაშიფრად და სამართალდარღვევების მოსაძებნად პოლიციას 2 დღე დასჭირდა. სამირა ბაირამოვა, რომელიც პრორუსული “ალტ-ინფოს” მხრიდან მუქარის მსხვერპლი ზუსტად ერთი წლის გახდა, აცხადებს, რომ რუსთაველზე გამოსულ ადამიანებს შორის ასევე ამოიცნო ადამიანი, რომელიც მას სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა. სამოქალაქო აქტივისტი ამბობს, რომ გამოძიებას იგივე პირი იდენტიფიცირებულიც კი არ ჰყავს და სამართალდამცველებს უბრალოდ, საქმის სრულყოფილი გამოძიება არ სურთ. “გუშინწინ, რომ ვუყურებდი, პირდაპირ ეთერს, შემთხვევით აღმოვაჩინე, რომ ერთი და იგივე ადამიანია. უკვე1 წელია შსს-მ ამ ადამიანის იდენტიფიცირება ვერ მოახდინა” – ამბობს სამირა ბაირამოვა შეგახსენებთ, რომ მოძალადეების დაჯგუფებამ …
ყვარელში, სოფელ შილდაში, კაცმა ბიძაშვილი დაჭრა
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში ბიძაშვილმა ბიძაშვილი დაჭრა. 49 წლის ელიზბარ გიგილოშვილს ქვედა კიდურის არეში ცეცხლსასროლი იარაღით აქვს ჭრილობა მიყენებული. ადგილობრივების ინფორმაციით, მამაკაცმა ნათესავს იარაღი დამიზნებით, 2-ჯერ ფანჯრიდან ესროლა. მათივე თქმით, მიზეზი გაურკვეველია, რადგან ახლობლებს კონფლიქტი წარსულში არ ჰქონიათ. დაშავებული თელავის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. მას უკვე ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაცია და ექიმების თქმით, პაციენტის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. დაჭრილი კახეთის რეგიონში იუსტიციის სახლების ტექნიკური მიმართულების სამსახურის თანამშრომელია. ბრალდებული პოლიციამ დააკავა. ავტორი: ია გულიაშვი ადვოკატი/advokati