გორელმა რძალმა დედამთილი ჩუსტით სცემა

77 წლის ქალი ამტკიცებს, რომ ის დისშვილის მეუღლემ “ჩუსტით” სცემა. ფიზიკური დაპირისპირების შედეგად ქალს სახის არე ჰქონდა დალურჯებული. მოხუცი დაპირისპირების დაწყების მიზეზად საცხოვრებელ სახლს ასახელებს. შემთხვევა გორში მოხდა. მოხუცის ჩვენების საფუძველზე სამართალდამცველებმა დისშვილის მეუღლე დააკავეს. მას ბრალი წაუყენეს ძალადობის მუხლით. სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად გირაო შეუფარდა.

რუსეთი აცხადებს, რომ “აზოვსტალიდან” დაჭრილი ჯანისკაცების ევაკუაციის შესახებ შეთანხმება მიღწეულია

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, მიღწეულია შეთანხმება “აზოვსტალიდან” დაჭრილი ჯანისკაცების ევაკუაციის შესახებ. რუსულ მედიაზე დაყრდნობით იუწყება BBC-ი. ამავე ინფორმაციაზე დაყრდნობით, ვიგებთ რომ შეთანხმების პირობების თანახმად ჰოსპიტალში გადაიყვანენ ჯარისკაცებს, რომლებიც ამ დროისთვის ალყაში იმყოფებიან. აღნიშნული ჰოსპიტალი რუსეთის კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარეობს. ინფორმაცია უკრაინის მხრიდან ჯერ არავის დაუდასტურებია. ცნობილია, რომ ადგილზე მყოფებს წყლისა და საკვების მარაგი ეწურებათ.

შვედეთმა ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო

“ნატოს ინფორმირებას მოვახდენთ, რომ ალიანსის წევრობა გვსურს. შვედეთს სჭირდება უსაფრთხოების ფორმალური გარანტიები, რომელიც ნატო-ში გაწევრიანებას ახლავს თან”,-განაცხადა შვედეთის პრემიერ-მინისტრმა მაგდალენა ანდერსონმა. აღნიშნულ გადაწყვეტილებას ქვეყნის მთავრობის მეთაურმა, უსაფრთხოების პოლიტიკაში ისტორილი ცვლილება უწოდა. ანდერსონმა დასძინა, რომ შვედეთი ფინეთთან ერთად მოქმედებდა, რომლის მთავრობამაც კვირას გამოაცხადა, რომ ალიანსში გაწევრიანებას შეეცდებოდა.

„მოსკვიჩის“ ავტომობილების წარმოების განახლება იწყება

რუსეთი ბაზრიდან გასული ფრანგული Renault-ის ქარხანაში „მოსკვიჩის“ ავტომობილების წარმოებას განაახლებს. წარმოებაზე კომპანია „კამაზი“ იმუშავებს — ინფორმაციას რუსული სახელისუფლებო მედია ავრცელებს.

ადვოკატი – რეპრესიული მანქანა ამოქმედდა და ნიკა გვარამია აიყვანეს პოლიტიკურ ტყვეობაში

,,სამართლებრივ შეფასებას არანაირი აზრი არ აქვს და არც მე ვაპირებ ამის გაკეთებას. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ევროკავშირში წარდგენილი განაცხადი, ან დასავლეთთან ინტეგრაცია დამოკიდებულია იმაზე, თუ რა პასუხები გასცა ხელისუფლებამ, მწარედ ცდება. სინამდვილეში, ჩვენ დღეს ვნახეთ ხელისუფლების მხრიდან გაკეთებული არჩევანი რუსეთის სასარგებლოდ, იმ გლობალურ ბრძოლაში, რომელიც მიმდინარეობს რუსეთის წინააღმდეგ. დასავლურ, დემოკრატიულ სახელმწიფოებში კრიტიკული მედიასაშუალებების დირექტორებს არ იჭერენ და არ დევნიან განსხვავებული აზრის გამო. რეპრესიული მანქანა ამოქმედდა და ნიკა გვარამია აიყვანეს პოლიტიკურ ტყვეობაში, მისი გათავისუფლებაც ბუნებრივია პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება. თითქოს რაღაც ნაწილში გაიზიარა და ვიღაცები გაამართლა, რეალურად ამ საქმის არსი იყო გვარამიას…

ინდოელი მშობლები შვილს უჩივიან, რადგან შვილიშვილი არ გაუჩინა

ინდოელი წყვილის თქმით, შვილის აღსაზრდელად უამრავი ფული დახარჯეს, თვითმფრინავის მართვა ასწავლეს და მდიდრული ქორწილი გადაუხადეს, ამიტომ თუ ერთი წლის განმავლობაში შვილიშვილი ისევ არ ეყოლებათ, ვაჟისგან 650 ათასი დოლარის კომპენსაციას მოითხოვენ

იაგო ხვიჩია: ჩემი აზრით, „ნაციონალური მოძრაობა“ უკვე დაშლილია, უბრალოდ, მათ ეს ჯერ არ იციან

ჩემი აზრით, „ნაციონალური მოძრაობა“ უკვე დაშლილია, უბრალოდ, მათ ეს ჯერ არ იციან და ეს დოკუმენტურად გაფორმებული არ არის, – ამის შესახებ პოლიტიკური ჯგუფის, „გირჩის“ თავმჯდომარემ, იაგო ხვიჩიამ თქვა. „ჩვენ ვამბობდით, რომ მიხეილ სააკაშვილი უნდა გადაეყვანათ სამკურნალოდ უცხოეთში და ირონიულად გვიყურებდნენ, ახლა კი, აღნიშნული მოთხოვნით თავად გზას კეტავენ. ჩემი აზრით, თვითონაც მივლენ იმ დასკვნამდე, რომ არსებულის აღიარება არის მიხეილ სააკაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლების ყველაზე მოკლე გზა“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.