“რთველი 2022”-ის ფარგლებში, ღვინის საწარმოებს ყურძენი ათასზე მეტმა მევენახემ ჩააბარა

“რთველი 2022”-ის ფარგლებში, ღვინის საწარმოებს ყურძენი ათასზე მეტმა მევენახემ ჩააბარა. კახეთში უკვე გადამუშავდა 24 ათას ტონამდე მოსავალი. ყურძენი ამ დროისთვის ძირითადად დედოფლისწყაროსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტებში იკრიფება.

მთავრობის გადაწყვეტილებით, 2022 წლის რთველის მხარდასაჭერად, სუბსიდირება განხორციელდება. სუბსიდიას მიიღებს ყველა ის კომპანია, რომელიც რთველის განმავლობაში შეიძენს და გადაამუშავებს კახეთის რეგიონში მოწეულ არანაკლებ 100 ტონა რქაწითელის ან კახური მწვანის ჯიშის ყურძენს და 1 კილოგრამ ყურძენში მევენახეს გადაუხდის არანაკლებ 90 თეთრს.

Related posts

კომენტარის დამატება