გორში 5 წლის ბავშვს აივნიდან ჩამოვარდნილი ფიცარი დაეცა

გორში სტალინის გამზირზე აივნიდან ჩამოვარდნილი ფიცარი 5 წლის ბავშვს დაეცა. შემთხვევა, გუშინ მოხდა. 

როგორც „გორმედში“ აცხადებენ, ბავშვის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, თუმცა თბილისში გადაყვანა მაინც საჭირო გახდა.

განახლებული რეგიონების პროექტის ფარგლებში ორი წელია სტალინის გამზირზე სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. თუმცა, მერიაში აცხადებენ, რომ ფაქტს ამ სამუშაოებთან არანაირი შეხება აქვს.

„კორპუსს, საიდანაც ფიცარი ჩამოვარდა, რეაბილიტაცია საერთოდ არ უტარდება“ – აცხადებენ მერიაში.

Related posts

კომენტარის დამატება